ჰე, 14 წლის ლურჯო ასაკო!


ჰე, 14 წლის ასაკო!

ცას გავხარ, ის კი არა გგავს.
და ვარსკვლავებით კი არა, ღრუბლებით კი არა
მანძილით, იგი გაუკრვეველია, თვალუწვდენელი.
სიშორით, მაგრამ მაინც ცას მოწყალე ჰყავს,
შენში მისხალი წყალობა არ მეგულება.

და ალიონზე, თუ მზე არ ამოვა, დღეს ვერ იცოცხლებს
კაცობრიობა.
შენი კაცობრიობა შენი ერთი ადამიანია.
ჩემი მზე, ერთი ადამიანია. 
არ გედარდება, რომ ვერ ვიცოცხლებ?
(აქ, ფანჯრებს გაღმა, კი არ უნდათ სიყვარული,
მათ მხოლოდ ის უნდათ, ვინც უყვართ, მათ უყვარდეთ.)
ჰე, 14 წლის ასაკო!
როგორ აიმღვრა ვნებათა წყობა,
და ჩაცხრა ფერთა სიმრავლე.


ოცნებებში ყველაფერი მაქვს, რაც მინდა.

დახეული კედები იმიტომ კი არ მაცვია,
რომ ფული არა მაქვს, და მიჭირს.
იმიტომ, რომ გამეხა.
რთულია იოცნებო იმაზე, რაც მათემატიკურად შეუძლებელია.
ჯიბეში ხურდასაც უნდა მეორე ხურდა,
რომ იხმაუროს.

მოგახსენებ...
ერთი ღერი სიგარეტი, 20 თეთრი ღირს,
ადრე ასე არ იყო — გააძვირეს
ერთი სიცოცხლე ღირს.
ერთი სიყვარული,
ამბობენ, კიდე გააძვირებენო.

მე არ მინდოდა მომესმინა,
მე ყური მოვკარი.

...

ეს მიყვარხარ, გამოთქმაა ასეთი,
ყველაფერი კი არის თავგანწირვა.
სულელური გამოგონებების მჯერა-მეთქი,
შემიძლია ამერიკაში გავფრინდეთ (თუნდაც ხვალვე, დღესვე...)
ჩვენ ორნი — ერთი ბილეთით, 
მჯერა-მეთქი გულით დაატარებდე ადამიანს. 
მჯერა, თუკი ადამიანს ხმა გენატრება, საკუთარ გულისცემაში მოისმენ-მეთქი.

ჩემს ცხოვრებაში, მეცხოვრა უნდა მეც
და თუმცა სცენარი შეცვალეს,
და თუმცა მსახიობად სხვა აიყვანეს...
(რა გამოლევს მარიონეტებს...)

....

ფიზიკის კანონია, იოლი: "რა სხეულის მიმართაც მოქმედებ, იგივე სხეული მოქმედებს შენზე." თუ სხვის გრძნობებზე თამაშობ, გრძნობებიც თამაშობენ შენზე. თუ სხვას ტკივილს აყენებ, ტკივილიც გაყენებს შენ. არ არსებობს ცხოვრებისეული უპირატესობები, დრო ყველას მიუტანს იმას, რაც გაუცია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი