უკანა კარიდან
რა ეშველება სიზმრებს? გარედან დეკემბერი მიბღვერს - პირ-უტყვია გარეთ ამინდი. მარტოობის ზღვაში ვარ ჩაყვინთული, ვის შეუძლია, გადამარჩინოს? მან, ვინც მარტოობს ზღვა კარგად იცის, ტალღების გულგრილობა, წყლის სიუხეშე. შენ შეგეძლო. როგორ ძლიერადაც გინდა, ისე გინდოდეს, მაინც გამოშრებიან ნაწვიმარი ქუჩები. ძალიან ლამაზი სიტყვაა დროებითი, თუმცა სიყვრულს არ უხდება. ტაფაზე დადებული საჭმელი მავიწყებდა ხოლმე სანამ დამწვრის სუნი არ დადგება მთელს სახლში, მანამ არ მახსენდება. ადამიანის შეხსენებაც, ხომ ადამიანის წვაა, მარტოობით წვა, შენი სუნით ივსება ჩემი გული, იწვი. ... სადმე რომ დავიწყება იყიდებოდეს, მყიდველთა რიგში შევხვდებოდით ერთმანეთს. და ანაზდად ერთმანეთი გაგვახსენდებოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი