ღმერთო, ილაპარაკებენ...
შუა დღით, არამიშავდა, დაღამებულზე - ცოტა მატკინა. მარტოობამ იცის გაიძულებს შუქი აანთო. შენ ჯიუტად, უნდა ჩაუქრო, კიდევ უნდა ჩაუქო. სრულიად დააბნელო. და გაუმკლავდე. ჯერ უნდა იწვიმოს, რომ გადაიღოს. ჯერ, ალბათ, უნდა იყო დილა, რომ ღამედ გიხილონ. ზოგს, შეუყვარებლად გადაუყვარდება ხოლმე. ზოგს, შეუყვარდება და გადაყვარება დაავიწყდება. ეს მიყვარხარ, ასეთია გამოთქმა, ყველაფერი კი, არის თავგანწირვა. დღესაც ცარიელმა ჩავიარე უბანი, ორივე ხელი თავისუფალია. მინდა ჩამკიდონ. ხანდახან, გინდა დასალევი იყო, ადგე, მისცე შენი თავი ადამიანს, დალიოს და შენით გამოთვრეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი