შენა
იმიტომ რომ (ალბათ), უნდა მომხდარიყო ასე. მე არ ვიმსახურებ არაფერს! ვთქვი და სიგარეტი ვთხოვე ბიჭს. - თქვენ ლუკა კუხიანიძე ხართ, არა? იმიტომ რომ მე აღარ მინდოდა შრომა, სასაცილო წარმატება, მე მინდოდა ერთი სახლი, ერთი ქალი, იაფფასიანი მანქანა, 10-11 ღერი სიგარეტი, 700-800 ლარი ყოველთვიურად, არანაირი სასმელი, არანაირი ნარკოტიკი. იმიტომ რომ ალბათ ნებდები, მაგრამ მაინც, საშინელი ბრძოლაა, როცა ნებდები. მოითმინე, შეიკავე, ჩაყლაპე. უნდა შეიკავო, მაგრამ ტირილი თავისუფლებაა. იმიტომ რომ მე აღარა მქონდა ამბიციები, მე ვცხოვრობდი სახლში, არ მქონდა შემოსავალი, არც 10-11 ღერი სიგარეტი, ხელფასი სახუმაროა, არც სასმელი, არც ნარკოტიკი. ვიცოდი, გარეთ ვიღაცა შიმშილობდა, ცივ ღამეებს ატარებდა ქუჩაში და ახალ-ახალ იმედს თესავდა ყველა გამომვლელის დანახვაზე. დაგცინებენ, ხელჩართულად, გაგასუქებენ, მიგატოვებენ, მეგობრობას ყალბად გაგინაღდებენ, მაგრამ მეგობარო, ვპასუხობ: არა მგონია, დღეს ლუკა ვიყო კუხიანიძე, თუმცა მერე რა, რომ დაგცინიან, გტოვებენ და გასუქებენ, არა ღირს შენი წმინდა იმედი, მათთვის რომ მოკლა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი