იამა
მე არ მესმის წუხილის, როცა იღლები სირბილისგან. არ მესმის რატომაა სამარცხვინო, ხოხავდე. და არ მესმის ზოგს რად ეშინია სიკვდილის, (როდის ყოფილა, სიცოცხლის შეწყვეტა, სიკვდილი?) ამოვიარე ჩემი უბანი, ეს ჩანაწერი დავწერე. არ გადამიკითხავს, ისე გამოგიგზავნე. არ შემიმოწმებია, თუ ნახე. ჩავიარე ჩემი უბანი, არაფერი დამიწერია. არ გადამიკითხავს, ისე გამოგიგზავნე. არ შემიმოწმებია, თუ ნახე. მოთოვს აპრილში, თუ გამოჩნდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი