ფოთოლთაცვენა


ნუ მატკენ გულს, იქ შენ ხარ.
იქ შენ ხარ, გთხოვ, უსიმნე, რა ხდება, ჩემს გულში.
ნუ მატკენ გულს, იქ შენ ხარ.
იქ შენ ხარ, გთხოვ, უსმინე, რა ხდება, ჩემს გულში.

გარეთ აპრილია, შიგნით დედა.
არა ღირს ცხოვრება, დარდს მიღმა,
არა ღირს ცხოვრება, თუ არ შეეწირე.

გარეთ აპრილია, შიგნით თოვს.
გაუმართლა, ვინც უტვინოა. 
(გესმის?)
არაფერია (ალბათ), იმაზე კარგი, 
დადიოდე (ამ) ქუჩებში და ვერაფერს ხვდებოდე. 
გაუმართლა, ვინც უგრძნობია, უემოციო.
არაფერია ალბათ იმაზე კარგი, ვერაფერს ხვდებოდე.

გარეთ აპრილია, შიგნით თოვს.
არა ღირს ცხოვრება, დარდს მიღმა.
არა ღირს ცხოვრება, თუ არ შეეწირე.


საშინლად არ გაუმართლათ ადამიანებს, ყველაფერს რომ სწორად ხვდებიან, მარტივად რომ შიფრავენ ადამიანებს და გრძნობენ...

ცივა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი