დიფთონგი


დიფთონგი

რა თქმა უნდა, სასაცილოა, თუკი ისევე ვერლიბრებს უბრუნდები.

რად იქცევა ხელგამოწვდილ მათხოვრად, ვისაც უყვარს?
წინ! რაკი აქ არაფერია.
რომ ერთი ფერი მეორეს შეერევა...
თუ შეგხვდა უწყვეტი ოქრო, -
მაშ მთლიანად უნდათ,
კისერი, ყელი...

აი, ასე დიფთონგი,
მარტო კაცი უფრო ცოდოა,
ქალი მაინც ზის და ელის,
შენ, კაცო, გითხრეს და უნდა ეძებო.

რას გამოასწორებს შუაღამის ოხვრა,
ჭეშმარიტად, დარდს ვერ გასცემ,
ვერ მოისვრი, ვერ მიაგდებ,
მაგრამ ეს ლაპარაკი, მაინც გაანახევრებს.

რადგან იმედი სუფთა და იმედი წმინდა,
ერთი კაცი გამგონე არც ისე დიდი თხოვნაა,
და სტვენაც რაღაცას ნიშნავს.

სიზმრისაც გჯერა, როცა გაწყობს.


მე არ ვიცი, როგორ არ უნდა იტირო,
როცა ცრემლი დუღს,
გადმოდის თვალებიდან, უპეებიდან...

იმიტომ რომ გეშინია, - არ გაიცინონ შენზე, ჩუმდები.
იაფი ღირს მანეკენი, რაც ზევიდან აცვიათ, ის უფრო ძვირია.

რადგან შიშია ახალი სიტყვა,
რადგან დღეს მე ყველა შიში
ტანზე გავიძრე და მცივა საშინლად,
მე ვარ ქარი, მე ვარ ქარი,
მე ვარ თბილი ქარი.
მე ვარ სიყვარულის ლამაზი ქარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი