წვავს ლამპიონი სველ გრძნობებს, და...
არა წვიმს, დნება. მე წინანდელივით მინდება გაშლილ ხელის გულებში შენი მხრები დავტიო, ტუჩები გავშალო... მერე ძველეუბრად წვრილი ტუჩები დავასველო ჩემი ტუჩებით... თვალები დავხარო... და შენი თვალები ჩემი თვალებით გავსვარო, მერე გავწვე გულაღმა, სუნთქვა დავხუჭო, გული ვასუნთქო, და შენი თმები ავაშრიალო ჩემს გულისსუნთქვაში, ჩამოვჯდე ცვარიან სკამზე და ლამპიონებს გადავდო ეს მონატრება. დღეა, - მძიმე რიჟრაჟი, არ უთნდებათ ტკივილებს, თითებს არ უთენდებათ... ისმის ქუჩებიდან ხმები სიჩუმის და ხმები მიტოვების. როცა გზები ადამიანებს ჩაეხუტებიან, შუქები ჩაეხუტებიან... და არ ვიცი რა ვქნა, ვიყიდო - მოსურნე, არ ვიცი როგორა ვარ, ვიყიდი - მოლაპარაკე, როცა სიზმრები უდროოდ მოდიან, გრძნობები მოდიან... დგას ლამპიონი და მზესავით ირეკლავს წვის ალს თაღოვნად, მზესავით იწვის, სძინავს მთვარისებრ. ჩემს ფანჯრებთან იძინებს ქარი ჰაერის, იწვიან შუქისგან სველი ქუჩები, სველი გრძნობები, წვავს ეს მონატრება, და ანადგურებს, ასე მაშინებს. მერე მე გულს ვხრი — და შენი თმები სხდებიან ზეზე, და ჩიტები კი არ ფრენენ ცაში, ცა ადამიანებისაა, ჩიტები ფრენენ ჰაერზე, და შენს თმებს ცვლის დაკვირვება, რადგანაც არა წვიმს, დნება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი