რას უნდა ნიშნავდეს
მაგრამ როგორც კი გამოჩნდებოდა ცოტაოდენი ფული, - მე ვწყვეტდი წერას. ჩემი მეგობარი ამბობს, რომ სისულელეა წერა. მას ეთანხმებიან ჩემი სხვა მეგობრებიც. მე არ ვეთანხმებოდი, სანამ ამას იტყოდნენ. რა ლამაზი სხეული ჰქონდა ქალს, რომელიც სახლში ავიდა. მე კი ვდგავარ სადარბაზოსთან და ვფიქრობ ყველაფერს უკუღმა. რა იქნებოდა, სხვა რომ ვყოფილიყავი? და სახლამდე ნახევარ კილომეტრია. ვსაყვედურობ მე თვითონ, საკუთარ თავს: არ დამიჩაგრავს კაცი, არ მისარგებლია ქალის ხორცით, არ განმირჩევია ლამაზი და ულამაზო, მომითმენია რისი ღირსიც ვიცოდი ვიყავი, არ დამიჩაგრავს არც ფულის, არც საკუთარი ბედნიერებისთვის, არ გამიყიდია მოთხრობები, მიპატიებია უპატიებელი, მძულდა და ვიკავებდი, არ მიწერია პოპულარობისთვის, გულახდილობითა და პირდაპირობით ვიარე ჩემი ცხოვრება, დავანებე ძვირიან ტანსაცმელს თავი, არ გავქცეულვარ, არ შევბრუნებულვარ, როცა ვჭირდებოდი. მიქურდია, ხომ მაგრამ შევეშვი?! მიმხელია, თუმცა ამას აღარ ვაკეთებ. მე ვწერ. უფრო მაგრად მოვხარე მხრები, უფრო ქვევით ჩავყავი ჯიბეში ხელი, უფრო ძლიერად გამოვარტყი ნაფაზი სიგარეტს და მოვემზდე. სუფთა სული არის ტკივილი, თუმცა მე ამით ვიძინებ. ჩემი მეგობარი ამბობს, რომ სისულელეა წერა. მას ეთანხმებიან ჩემი სხვა მეგობრებიც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი