მაპატიე


ოხ როგორ მეზიზღებით ყველანი,
ვინც ჩემს მსგავსად არ ფიქრობთ.

...

- შეყვარებული რატომ არა გყავს? 
მეკითხება ჩემი ბავშვობის მეგობარი.
- რა არის ეს... ახალი შარვალი არ გინდა? 
მეკითხება და მსაყვედურობს მამაჩემი.
- თავი კიდევ გტკივა? 
მეკითხება ბებაჩემი.
- სიგარეტი გაქ? 
მეკითხება ჩემი ძმა.
- გარეთ გავიდეთ? 
მეკითხება ჩემი ძმაკაცი. 
- ყელში მაკოცე. 
მევედრება დედა.
მე ვინმესთან ყოფნას დავარქვი მარტოობა,
ხოლო ყოფნა ცარიელს მე ვუწოდე ყოფნა ჩვეული.

...

- შენ რომ იცი, ისე. - ამატებს დედა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი