სხვა ქალი


‍      ‍      ‍      ‍      ‍   ამ დღეებს არაფერი დაუშავებიათ ჩვენთვის. უბრალოდ გვძულს. იღვიძებ დილაადრიან, ვერც იხსენებ, ისე მოხვედი საღამომდე და საღამოს აღმოაჩენ, რომ ეს დღე გძულს, გეზიზღება. ცარიელია, გამოფიტული. 
კარებზე ზარია. ქალბატონი ნანა შემოდის. ხელში ქადები უჭირავს.
იგი მასპინძელს ეუბნება: — გამომართვით ეს ქადები, გამომართვით, — მასპინძელი იღებს, შემდეგ ქალბატონი ნანა ახლო მიიწევა მასპინძელის ყურთან და აჩურჩულდება, — ნუღარ... — კარების სახელურს ხელს კიდებს და ნელ-ნელა დახურვას იწყებს. — ნუღარ სცემთ თქვენს შვილს, ის, შესაძლოა, მწერალი გამოვიდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი