"სუნთქვა. ცალი ფილტვით" - ამონარიდი 1
- ბატონო ნიკო, თქვენ რაღაცნაირი ხართ დღეს, თანაც, ძალიან "რაღაცნაირი", - უთხრა სტუდენტმა. - როგორი მაინც? - თითქოს შეყვარებული. - შეყვარებული? - ჰო. - ჩემს ასაკში? - რა ასკი თქვენ გაქვთ? ან რა, როდის არ შეიძლება? - არ ვიცი, საერთოდ ბოლოს სულ ვფიქრობ ამაზე და ვერ გამიგია რა. - რაზე? - რაზე? ... წამოდგა ნიკო. - თქვენ რომ მილიონობით ახალგაზრდა აუდიტორაიში დასვათ, ბიჭები და გოგოები ჯგუფებად დაყოთ და მათ დაოჯახებაზე ჰკითხოთ, გოგოები გიპასუხებენ: - ჩვენ არ ვაპირებთ ნაადრევად გათხოვებას, ჯერ ჩვენი საქმეც გვაქვს და ოჯახისთვის დრო არ მოგვეძებნება. ჩვენი აზრით, ის ვისაც ვუყვარვართ, დაგველოდება! ბიჭები იტყვიან: ჩვენ ვფიქრობთ, ჯერ დრო უნდა ატარო, ისწავლო ცხოვრება და მიიღო გამოცდილება, შემდეგ კი დაოჯახდე იმ ქალზე, რომელიც გიყვარს. ქალს კი, მნიშნველობა არ აქვს, რა პროფესიის იქნება, ან რა ოჯახიდან, მთავარია მიყვარდეს. ახლა კი, როგორ მოიქცევიან ისინი: პირველი ნაწილი ძალიან ახალგაზრდა დაოჯახდება და რამდენიმე წელიწადში სიღარიბის გამო დაშორდებიან, რა თქმა უნდა არცერთი ეტყვის, შენ ფული არა გაქვს, აღარ მინდიხარო, უფულობის გამო, ეს უფრო მშვიდ ფორმაში გადაეცემა - საშინლად უხასიათოები, ფერწასულები წაკამათდებიან ხოლმე რაღაცეებზე, მოითმენენ სადამდეც შეიძლება და ბოლოს მიხვდებიან და იტყვიან, რომ სიყვარული ცარიელი სიყვარული ვერ ცოცხლობს, შემდეგ ამ ყველაფერის აპრიორად იტყვიან: იცით, აღმოვაჩნეთ, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს. მეორე ნაწილი კი შედარებით ფინანსურად მყარ მეწყვილეს მოძებნის, ეყოლებათ ბავშვი და ისინი ბავშვის გამო ოჯახს ვერ დაანგრევენ, ამიტომ ნელ-ნელა იქნებ შეძლონ და გაჩოჩდებიან სიკვდილამდე. მესამე ნაწილი გარეგნულად ლამაზს და ფინანსურად საშუალო გოგო-ბიჭს მოძებნის, დაარქმევენ ყველაფერს სიყვარულს და ერთ-ერთი უეჭველად უღალატებს მეორეს. ახლა კი კითხვა: ჩამოთვლითაგან, სად არის სიყვარული? მთავარი რომ უნდა ყოფილიყო, ყველას თვალში? სად გაქრა ის მილიონობით ადამიანი და კიდევ უფრო მსხვილი ციფრი, რომელთაც ეს პლანეტა იტევს? მეოთხე ნაწილი, ისინი ახალგაზრდობიდან ერთად იქნებიან, ჯერ მათ ერთმავათ შეყვარებულები, დიდი დროის განმავლობაში ასე იქნებიან, ბევრჯერ შერიგდებიან და კიდევ ბევრჯერ იკამათებენ, შემდეგ გადაწყვიტავენ, რომ ოჯახი შექმნან, ზოგჯერ არის ხოლმე, რომ შვილი არ ჰყავთ, ან ფინანსურად უჭირთ ან აღარ ვიცი, ზოგი საშინლად ულამაზოცაა, იქნებიან უფულოები, უშვილოები, სიგიჟემდე ეყვარებათ ერთმანეთი და იქნებიან დატანჯულები ყველაფრის გამო, მაგრამ ბედნიერები ერთმანეთით. მაშინ რა გამოდის, რა ემართება პირველ, მეორე და მესამე ადამიანთა ნაწილს? ეშინიათ თუ არა ადამიანებს სიყვარულის? - ეშინიათ, თანაც ისე, რომ აჟრიალებთ. შიშზე აგებული ან შიშთან შეფარდებული სიყვარული მკვდარია. სიკვდილი შორიდან ზოგს ეტყობა, ზოგს - არა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ვგიჟდები