21.05.2014
ამონარიდი სადებიუტო (და შემდეგ მიჩქმალულ) მოთხრობიდან "სადარბაზო მარჯვნივ" 21 მაისი, 2014 წელი. - სრულყოფილება მიუღწეველია პიროვნული თავისუფლების გარეშე. პირველი, რაც ადამიანმა უნდა შეძლოს, მიიღოს და შეეგუოს იმ სულიერ თუ გარეგნულ მდგომარეობას, რაც მიეცა. მაგრამ, ჭეშმარიტად მინდა იცოდეს ყველამ: ის, რომ შენ ასეთი ხარ, ვერასოდეს გაგამართლებს. კი, ზემოთხსენებულია, რომ საკუთარი თავი იმგვარი უნდა მიიღო, როგორიც ის არის, მაგრამ ყოველ დღე უნდა ცდილობდე საკუთარი თავის განვითარებას, იქნება ეს მხატვრული ლიტერატურა თუ ფილმები, თუ ექსპერიმენტები ცხოვრებაში. ჩემი შეცდომები ჰგავს პირად ექსპერიმენტებს, თუმცა ის, რომ ამ ყველაფერს პირადი ექსპერიმენტი ჰქვია, არის თავის მართლება. ყველას მიეცა რამდენიმე ათეული წელიწადი იმისთვის, რომ ექსპერიმენტებში იცხოვროს. დაე, ისიამოვნონ ადამიანებმა ამ ექსპერიმენტებით, საბოლოოდ კი მივალთ ერთ დასვკნამდე და საყოველთაოდ ვაღიარებთ, რომ ცხოვრება ნაგავსაყრელია და იმას კი არ აქვს მნიშნელობა, ამ ნაგავსაყრელზე ვინ დიდ საჭმელს გამოძებნის, არამედ ვინ დაეპატრონება. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ნაგავსაყრელს ეპატრონება და მაშასადამე, არაფერია ამ ქვეყნის ფასი. სულის სისუფთავე ყოველგვარ ქვეყნიერ სიამოვნებაზე მაღლა დგას, რადგან სულის სისუფთავე არის დიდი იმედი. იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში მოექცე, მოძრაობას ნუ გაახშირებ, უბრალოდ შეწყვიტე იგი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი