შუშანიკის წამება
თავი I და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი. აწ - აწე ახლა; აწეღა აი ახლა, ეს-ეს არის; აწყა აწღა, მხოლოდ ახლა, ახლა; დამტკიცებულად - ნამდვილად, ჭეშმარიტად; აღსასრული - გარდაცვალება; იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში ძჱ არშუშაჲსი. რამეთუ პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაჲ. კარად სამეფოდ - სამეფო კარი; პიტიახში - ერისთავი ქვეყნის გარკვეული ნაწილის მმართველი; პირველ - ადრე; ქრისტიანე - ქრისტიანი. ; და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი სომეხთა სპაჲპეტისაჲ, რომლისათჳს ესე მივწერე თქუენდა, მამისაგან სახელით ვარდან და სიყუარულით სახელი მისი შუშანიკ, მოშიში ღმრთისაჲ, ვითარცა იგი ვთქუთ, სიყრმითგან თჳსით. და უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაჲსა მარადის გულს ეტყჳნ და ევედრებინ ყოველთავე ლოცვის ყოფად მისთჳს, რაჲთამცა ცვალა იგი ღმერთმან სახისა მისგან უგუნურებისა და იქმნამცა გონიერებასა ქრისტჱსსა. სპაჲპეტისაჲ - სარდალი; რომლისათჳს ესე - რომლის შესახებაც; ვთქუთ - ვთქვით; სიყრმითგან თჳსით - თავისი ბავშვობიდანვე; მარადის - მუდამ; გულს ეტყჳნ - წუხდა ხოლმე; რაჲთამცა ცვალა - რომ შეცვალოს; იქმნამცა - იქნეს. ხოლო ამის უბადრუკისა და სამგზის საწყალობელისა ვარსქენისი ვითარმე ვინ თქუას ყოვლად განწირულისაჲ, ვითარ-იგი განაგდო სანატრელი სასოებაჲ ; ქრისტჱსი! ანუ ვინ არა სტიროდის მას, რომელსა არცა ჭირი ეხილვა, არცა შიში, არცა მახჳლი, არცა პყრობილებაჲ ქრისტჱსთჳს. უბადრუკი - საცოდავი; საწყალობელისა - შესაბრალისისა; ვითარმე ვინ თქუას - ვინ უნდა თქვას; ყოვლად განწირული - სრულიად განწირული; ვითარ - როგორ, როგორც; განაგდო - მიატოვა; სასოებაჲ - იმედი; სტიროდის მას - დაიტირებს მას; რომელსა - რომელსაც; ჭირი - გასაჭირი, განსაცდელი; ეხილვა - ენახა; პყრობილებაჲ - პატიმრობა; ქრისტჱსთჳს - ქრისტეს გამო. რამეთუ რაჟამს წარდგა იგი წინაშე სპარსთა მეფისა, არა თუ პატივისა მოღებისათჳს, არამედ ძღუნად თავსა თჳსსა შესწირვიდა მეფისა მის მიმართ უვარის-ყოფითა ჭეშმარიტისა ღმრთისაჲთა და თაყუანის-სცემდაცეცხლსა, რამეთუ ყოვლით კერძოვე თავი თჳსი ქრისტჱსგან განაგდო. რამეთუ - რომ, რადგანაც; რაჟამს - როცა; პატივისა მიღება - თანამდებობის მიღება; უვარის-ყოფა - უარყოფა; ყოვლით კერძოვე - ყოველმხრივ, მთლიანად, სრულიად ხოლო საწყალობელი ესე ცოლსა ითხოვდა სპარსთა მეფისგან, რაჲთამცა სათნო ეყო მეფესა, და ესრეთ ეტყოდა, ვითარმედ „რომელი-იგი ბუნებითი ცოლი არს და შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცინე შენსა შჯულსა, ვითარცა–ესე მე“. ამას უქადებდა, რომელ-იგი არა აქუნდა ჴელთა შუშანიკისგან. მაშინ განიხარა მეფემან და ბრძანა ცოლად მისა ასული მეფისაჲ. რაჲთამცა სათნო-ეყო - რომ მოსწონებოდა; ესრეთ - ასე, ამგვარად; ეტყოდა - ეუბნებოდა; ვითარმედ - რომ; რომელი-იგი - რომელიც, რაც; ბუნებითი - კანონიერი; იგინი - მათ; ესრევე - ასევე; მოვაქცინე - მოვაქცევ; ვითარცა-ესე - როგორც; უქადებდა - ჰპირდებოდა; რომელი-იგი არა აქუნდა ჴელთა შუშანიკისგან - რის თანხმობაც შუშანიკისგან არ გააჩნდა თავი II თავი I - III; სარჩევი და იჯმნა მეფისაგან სპარსთაჲსა პიტიახშმან. და, ვითარცა მოიწია იგი საზღვართა ქართლისათა, ქუეყანასა მას ჰერეთისასა, ზრახვა-ყო, რაჲთა აუწყოს და წინამიეგებნენ მას აზნაურნი და მისნი ძენი და მსახურნი მისნი, რაჲთა მათ გამო ვითარცა ერთგული სოფლად შევიდეს. და წარმოჰმართა სადიასპანოჲთა ცხენითა მონაჲ თჳსი, ვითარ[მ]ცა მოვიდა დაბასა, რომელსა სახელი ჰრქჳან ცურტავ. იჯმნა - წავიდა, მოშორდა; მოიწია - მოვიდა; ზრახვა-ყო - განიზრახა; რაჲთა აუწყოს - რომ გააგებინოს; წინამიეგებნენ - შეეგებონ, შეხვდნენ; აზნაური - დიდი ფეოდალი; ძე - ვაჟიშვილი; ვითარცა - როგორც, როცა; სოფლად შევიდეს - ქვეყნად შევიდეს, დაბრუნდეს ქვეყანაში; წარმოჰმართა - გამოგზავნა; სადიასპანო - საელჩო და ვითარცა მოიწია და შევიდა წინაშე შუშანიკისა დედოფლისა ჩუენისა, კითხვაჲ ჰრქუა. ხოლო სანატრელმან შუშანიკ ვითარცა წინ[აჲსწ]არმეტყველმან ჰრქუა: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ“. ხოლო კაცმან მან ვერ იკადრა სიტყუად მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ აფუცებდა და ჰკითხვიდა დამტკიცებულად. ხოლოკაცმან უთხრა მართალი და ჰრქუა, ვითარმედ: „ვარსქენ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი“. ვითარცა მოიწია - როცა მოვიდა; კითხვაჲ ჰრქუა - მოიკითა, მიესალმა; უკუეთუ - თუ; ცხოველი - ცოცხალი; ცოცხალმცა ხართ - ცოცხალი იყავით, იცოცხლეთ; მოკითხვაჲ - სალამი; შენდავე მოიქეცინ - შენვე დაგიბრუნდეს; ვერ იკადრა სიტყუად მისა - ვერ გაბედა მისთვის თქმა; აფუცებდა - აფიცებდა; ჰკითხავდა - ეკითხებოდა; ჰრქუა - უთხრა; ვითარმედ - რომ;უვარ-ყო - უარყო ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა იგი ქუეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა იტყოდა: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“. ვითარცა - როგორც, როცა; ქუეყანა - მიწა; დამართ - დაბლა; იტყოდა - ამბობდა; ატროშანი - აქ: ცეცხლთაყვანისმცემლობა, მაზდეანობა; შეერთო - შეუერთდა და აღდგა და დაუტევა ტაძარი თჳსი და ღმრთის მოშიშებით ეკლესიად შევიდა და თანამიიყვანნა სამნი იგი ძენი მისნი და ერთი ასული და წარადგინნა იგინი წინაშე საკურთხეველსა და ესრეთ ილოცვიდა დაიტყოდა: „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუქრისტჱსა“. დაუტევა - დატოვა; ტაძარი - სასახლე; ეკლესიად შევიდა - ეკლესიაში შევიდა; თანამიიყვანა - მიიყვანა; წარადგინნა იგინი - დააყენა ისინი; საკურთხეველი - სამსხვერპლო; ეკლესიის ნაწილი; ესრეთ ილოცვიდა - ასე ლოცულობდა; შენ დაიცვენ ესენი - დაიცავი ესენი; განათლებული - მონათლული; ემბაზი - ადგილი, სადაც ნათლავენ, ჭურჭელი, რაშიც ნათლავენ; ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა - რომ იქნენ ერთი მწყემსის (ქრისტეს) სამწყსო (მრევლი); რომ ქრისტეს მტკიცე მორწმუნეები იქნენ და ვითარცა მწუხრისა ჟამი აღასრულეს, სახლაკი ერთი მცირჱ პოვა მახლობელად ეკლესიასა და შევიდა მუნ შინა სიმწარითა სავსე და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა. ვითარცა - როგორც, როცა; მწუხრისა ჟამი - საღამოს ლოცვა; აღასრულეს - დაამთავრეს; მუნ შინა - მასში; სიმწარითა სავსე - დარდით სავსე, დამწუხრებული; მიეყრდნა ყურესა ერთსა - კუთხეში დადგა, ერთ კუთხეს მიეყრდნო თავი III თავი II - IV; სარჩევი ხოლო ეპისკოპოსი იგი სახლისაჲ, მის პიტიახშისაჲ, რომელსა სახელი ერქუა აფოც, არა მუნ იყო, არამედ კაცისა ვისამე წმიდისა ვანად მისრულ იყო კითხვად რაჲსმე სიტყჳსა. და მეცა, ხუცესი დედოფლისა შუშანიკისი, თანავჰყვანდი ეპისკოპოსსა მას. და მყის მოიწია ჩუენდა დიაკონი შინაჲთ და გჳთხრა ჩუენ ესე ყოველი: მოსლვაჲ პიტიახშისაჲ და საქმენი დედოფლისანი. ხოლო ჩუენ აღვივსენით მწუხარებითა და დიდითა ტირილითა ვტიროდეთ განმწარებულნი ცოდვათა ჩუენთა წარმოჩინებისათჳს. ეპისკოპოსი - მაღალი თანამდებობის საეკლესიო პირი; არა მუნ იყო - იქ არ იყო ვანი - სამყოფელი; კითხვად რაჲსმე სიტყჳსა - რაღაცის საკითხავად; თანავჰყვანდი - წაყვანილი ვყავდი; ვახლდი; მყის - მაშინვე, სწრაფად; დიაკონი - ეკლესიის მსახური; შინაჲთ - შინიდან; აღვივსენით მწუხარებითა - დიდად დავმწუხრდით; ვტიროდეთ - ვტიროდით; ცოდვათა ჩუენთა წარმოჩინებისათჳს - ვარსქენის დანაშაულს ხსნის ავტორი იმ დროის საზოგადოების ცოდვებით: ჩვენ რომ ცოდვილნი ვართ, იმიტომაც შეცდაო ვარსქენი ხოლო მე ვიჯმენ ადრე და მივიწიე დაბასა მას, რომელსაცა იყო ნეტარი შუშანიკ. და, ვითარცა ვიხილე იგი განმწარებული, მეცა ვტიროდე მის თანავე. და ვარქუ ნეტარსა შუშანიკს: „ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ, დედოფალო, ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტჱსსა, ნუუკუე მტერმან ვითარცა სრსჳლმან საძოვარი პოოს შენ თანა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, და მეცა დიდსა ღუაწლსა განმზადებულ ვარ“. და მე ვარქუა მას: „ეგრჱთ არს, მჴნე იყავ, მოთმინე და სულგრძელ“. ხოლო მან მრქუა მე: „ჩემდა მარტოჲსა არიან ჭირნი ესე“. ხოლო მე ვარქუ მას: „ჭირი შენი. ჭირი ჩუენი არს და სიხარული შენი, სიხარული ჩუენი არს. ჩუენი არა ხოლო თუ დედოფალი ოდენ იყავ, არამედ ჩუენ ყოველთა ვითარცა შვილთა გუხედევდ“. ვიჯმენ ადრე - მალე მოვშორდი; ვტიროდე - ვტიროდი; ვარქუ - ვუთხარი; ღუაწლი დიდი - დიდი შრომა, მძიმე საქმე, განსაცდელი; შესლვად ხარ - შეხვალ; ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტჱსსა - მოერიდე (გაუფრთხილდი) ქრისტეს სარწმუნოებას; ნუუკუე - რომ, ეგებ; მტერი - ეშმაკი; სრსჳლი - სირსველი; საძოვარი პოოს შენ თანა - რომ არ შეცდე (რომ არ უარყო ქრისტიანობა); ეგრჱთ არს - ეგრე არის; მრქუა - მითხრა; ჩემდა მარტოჲსა - მხოლოდ ჩემთვის; ვარქუ - ვუთხარი; ჩუენი არა ხოლო თუ დედოფალი ოდენ იყავ - არა მარტო ჩვენი დედოფალი იყავი; გუხედევდ - გვივლიდი და ვარქუ მე სანატრელსა მას ხუაშიადადრე: „ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი“. ხოლო მან მრქუა მე: „რაჲსა მკითხავ ამას?“. და მე მიუგე და ვარქუ მას: „მტკიცედ სდგაა?“. და მან მრქუა მე: „ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა ვეზიარე საქმეთა და ცოდვათა ვარსქენისთა“. მე მიუგე და ვარქუ მას: „მწარე გონებაჲ აქუს მას, გუემასა და ტანჯვასა დიდსა შეგაგდოს შენ“. ხოლო მან მრქუა მე: „უმჯობჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ; რამეთუ მასმიეს მე პავლჱს მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ, გინა დაჲ, არამედ განეყენენ“. და მე ვთქუ: „ეგრეთ არს“. ხუაშიადადრე - ძალზე საიდუმლოდ; ვითარ გეგულების - როგორც ფიქრობ; რაჲთა უწყოდი - რომ ვიცოდე; მკითხავ - მეკითხები; მტკიცედ სდგაა? - მტკიცედ სდგახარ? მტკიცედ გწამს?; ნუ იყოფინ ჩემდა - ნუ დამემართება, მომივა; თუმცა ვეზიარე - რომ შევუერთდე; მწარე გონებაჲ აქუს მას - მძიმე (ბოროტი) ბუნება აქვს; გუემა - ცემა; შეგაგდოს - ჩაგაგდებს; უმჯობჱს არს - უმჯობესია; ჩემდა - ჩემთვის, ჩემკენ; ჴელთა მისთაგან - მისგან; ჩემი და მისი შეკრებაჲ - მასთან ჩემი შეთანხმება; წარწყმედაჲ - დაღუპვა; რამეთუ - რომ, რადგანაც; მასმიეს - გამიგონია; განეყენენ - გამშორდეს, მოშორდეს; ვთქუ - ვთქვი თავი IV თავი III - V სარჩევი და ვიდრე ჩუენ ამას სიტყუასა შინ ვიყვენით, კაცი ერთი სპარსი მოვიდა და შევიდა იგი წინაშე ნეტარისა შუშანიკისა და ტირილით იტყოდა: „ესევითარი სახლი მშჳდობისაჲ ვითარ საწყალობელ იქმნა და სიხარული მწუხარებად გარდაიქცა!“. ხოლო ზრახვითა იყო იგი ვარსქენისათა და ზაკუვით იტყოდა ამას და უნდა მონადირებაჲ ნეტარისაჲ მის. ხოლო წმიდამან მან ცნა ზაკუვითი იგი ზრახვაჲ მისი და მოიზღუდა თავი მისი მტკიცედ. ამას სიტყუასა შინ ვიყვენით - ამის შესახებ ვსაუბრობდით; ესევითარი - ასეთი; სახლი მშჳდობისაჲ - წყნარი ოჯახი; ვითარ - როგორ, როგორც; საწყალობელ იქმნა - საცოდავი გახდა; ზრახვითა იყო იგი ვარსქენისათა - ვარსქენის თანამოაზრე იყო; ზაკუვით იტყოდა - მოსატყუებლად ამბობდა; უნდა - უნდოდა; მონადირება - მოტყუება; ცნა - გაიგო, მიხვდა; ზრახვაჲ - განზრახვა; მოიზღუდა თავი მისი მტკიცედ - შორს დაიჭირა თავი და შემდგომად სამისა დღისა მოვიდა ვარსქენ პიტიახში. და უთხრა სპარსმან მან ფარულად და ჰრქუა: „მე ვითარ მიცნობიეს ცოლი შენი განდგომილ არს შენგან. და მე გეტყჳ შენ: ნუ რას ფიცხელსა სიტყუასა ეტყჳ მას, რამეთუ დედათა ბუნებაჲ იწრო არს“. ვითარ - როგორ, როგორც; მიცნობიეს - შემიტყვია; გეტყჳ - გეუბნები; ფიცხელი სიტყუა - სასტიკი სიტყვა; რამეთუ დედათა ბუნებაჲ იწრო არს - ქალის ბუნება ნაზია და ხვალისა დღჱ ვითარ აღდგა პიტიახში, გჳწოდა ჩუენ ხუცესთა და მივედით. და სიხარულით შეგჳმთხჳნა და გურქუა ჩუენ: „აწ ნუ რას მერიდებით მე და ნუცაღა გძაგ“. და ჩუენ მიუგეთ და ვარქუთ: „წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ“. მაშინღა იწყო სიტყუად და თქუა: „რაჲსა ჴელ-იწიფა ჩემ ზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მივედით და არქუთ, ვითარმედ „შენ ჩემი ხატი დაამჴუ და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ, და შენი ადგილი დაგიტევებიეს, და სხუად წარსრულ ხარ“. ხვალისა დღჱ - მეორე დღეს; გჳწოდა - დაგვიძახა; ხუცესი - მღვდელი (სასულიერო პირი); სიხარულით შეგჳმთხჳნა - სიხარულით გადაგვეხვია (შეგვხვდა); გურქუა - გვითხრა; ნუცაღა - ნუ; გძაგ - გეჯავრები; წარსწყმიდე - დაიღუპე; წარგუწყმიდენ - დაგვღუპე; მაშინღა - მაშინ უკვე, მხოლოდ მაშინ; იწყო სიტყუად - დაიწყო ლაპარაკი; რაჲსა - რატომ; ჴელ-იწიფა - გაბედა; ესევითარისა საქმედ - ამისთანა საქმის გაკეთება; აწ მივედით და არქუთ - ახლა მიდით და უთხარით; ვითარმედ - რომ; შენ ჩემი ხატი დაამჴუ და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ - შენ ჩემი მეუღლეობა უარყავი და ჩემს სარეცელს ნაცარი გადააყარე; დაგიტევებიეს - მიგიტოვებია; სხუად წარსრულ ხარ - სხვაგან წასულხარ ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: „არა თუ მე აღმემართა ხატი იგი? და მემცა დავამჴუ! ხოლო მამამან შენმან აღჰმართნა სამარტჳლენი და ეკლესიანი აღაშჱნნა, და შენ მამისა შენისა საქმენი განჰრყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი; მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა სახიდ თჳსა, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ; მან ღმერთი ცათაჲ და ქუეყანისაჲ აღიარა და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის-ეც. და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ–გყავ. და თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა“. ხოლო ჩუენ ესე ყოველი მიუთხართ პიტიახშსა. ხოლო მან განიწყო გული და იბრდღუენდა მისთჳს. არა თუ მე აღმემართა ხატი იგი? და მემცა დავამჴუ! - განა მე არ აღვმართე ის ხატი? მევე დავამხობ (აქ: მე შევქმენი შენთან ოჯახი, მევე დავანგრევ ამ ოჯახს); აღჰმართნა სამარტჳლენი და ეკლესიანი აღაშჱნნა - ააშენა ეკლესიები; საქმენი განჰრყუნენ - საქმეები გააფუჭე; წმიდანი შემოიხუნა სახიდ თჳსა - თავის სახლში წმინდანები შემოიყვანა (აქ: სიწმინდე შემოიტანა); დევნი შემოიხუენ - ეშმაკები შემოიყვანე (აქ: უწმინდურება შემოიტანე); ჰრწმენა - ირწმუნა; ვითარცა - როგორც, როცა; შემოქმედი - შემქნელი (აქ: ღმერთი); შეურაცხ–გყავ - არად ჩაგაგდე; მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა - ძლიერ დამტანჯავ; მიუთხართ - ვუამბეთ; მან განიწყო გული - განრისხდა; იბრდღუენდა მისთჳს - ამის გამო მძვინვარებდა თავი V თვი IV - VI სარჩევი მერმე მიავლინა ჯოჯიკ, ძმაჲ თჳსი, და ცოლი ჯოჯიკისი, ძმისცოლი თჳსი, და ეპისკოპოსი სახლისა თჳსისაჲ და ჰრქუა მათ: „ესრეთ არქუთ: აღდეგ და მოვედ ადგილსა თჳსსა და ნუ ეგევითარი გონებაჲ გიპყრიეს! უკუეთუ არა , თრევით მოგითრიო“. მიავლინა - გაგზავნა; ძმისცოლი - რძალი; აღდეგ და მოვედ - ადექი და მოდი; უკუეთუ არა - თუ არა; თრევით მოგითრიო - მოგათრევ და ვითარ მიიწინეს და შევიდეს წინაშე დედოფლისა და მრავალსა დასაჯერებელსა სიტყუასა ეტყოდეს მას, მაშინ წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მათ: „კაცნო ბრძენნო, თქუენ კეთილად იტყჳთ, გარნა ნუ დაგიჯერებიეს, თუმცა მე მისა ცოლადღა ვიყავ. მეგონა მე, ვითარმედ იგი ჩემდა მოვაქციო და ღმერთი ჭეშმარიტი აღიაროს, და აწ მე მაიძულებთ ამას ყოფად? ნუ იყოფინ ესე ჩემდა! და შენ, ჯოჯიკ, არღარა ჩემი მაზლი ხარ, და არცაღა მე შენი ძმის ცოლი, არცა ცოლი შენი დაჲ ჩემი არს, რომელნი მის კერძო და მისთა საქმეთა ზიარ ხართ“. ჰრქუა მას ჯოჯიკ: „უწყი მე, აწ მოავლინნეს მსახურნი და თრევით წარგიყვანოს შენ“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „უკუეთუ შემკრას და მითრიოს, მიხარის, რამეთუ მით სახითა იყოს განჩინებაჲ ჩემი მისგან“. ვითარ მიიწინეს - როცა მივიდნენ; შევიდეს წინაშე დედოფლისა - შევიდნენ დედოფალთან; მრავალსა დასაჯერებელსა სიტყუასა ეტყოდეს - ძლიერ ცდილობდნენ დაეთანხმებინათ; კეთილად იტყჳთ - კარგად ლაპარაკობთ; გარნა ნუ დაგიჯერებიეს - მაგრამ ნუ გჯერათ; თუმცა მე მისა ცოლადღა ვიყავ - რომ მე მისი ცოლი ვიქნები კიდევ; მეგონა მე - ვფიქრობდი; ვითარმედ - რომ; ჩემდა - ჩემთვის, ჩემკენ; მაიძულებთ ამას ყოფად – მაიძულებთ ეს ვქნა; ნუ იყოფინ ესე ჩემდა – ნუ მომივა ეს მე; რომელნი მის კერძო და მისთა საქმეთა ზიარ ხართ – რომლებიც მისი მომხრეები და თანამოაზრეები ხართ; უწყი მე – ვიცი; მოავლინნეს მსახურნი – გამოგზავნის მსახურებს; თრევით წარგიყვანოს – ძალით წაგიყვანს, წაგათრევს; მით სახითა იყოს განჩინებაჲ ჩემი მისგან – ამგვარად იქნება ჩემი მისგან აშკარად დაშორება; და ვითარცა ესმა ესე მისგან, ცრემლოოდეს ყოველნი. და ჯოჯიკ აღდგა და ცრემლით გარე განვიდა. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა ეპისკოპოსსა: „ვითარ მეტყჳ მე დაჯერებად ჩემდა, რამეთუ მან ღმერთი უვარ-ყო?!“. ხოლო ჯოჯიკ ევედრებოდა და ეტყოდა: „დაჲ ჩუენი ხარ შენ, ნუ წარსწყმედ სახლსა ამას სადედოფლოსა“. ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: „უწყი, ვითარმედ დაჲ ვარ და ერთგან განზრდილნი, ხოლო მაგას ვერ ვჰყოფ, ვითარმცა მოსისხლეობაჲ იქმნა, და თქუენ ყოველნი თანამდებ იქმნენით“. ცრემლოოდეს ყოველნი – ყველანი ტიროდნენ; მეტყჳ მე დაჯერებად ჩემდა – მეუბნები დავთანხმდე; წარსწყმედ – დაღუპავ; უწყი, ვითარმედ დაჲ ვარ – ვიცი, რომ და ვარ; ერთგან განზრდილნი – ერთად გაზრდილები (ვართ); ვითარმცა მოსისხლეობაჲ იქმნა – აქ: რომ დანაშაული მოხდეს; თქუენ ყოველნი თანამდებ იქმნენით – თქვენც დამნაშავეები იქნეთ და ვითარცა ფრიად აურვებდეს მას, აღდგა წმიდაჲ და ნეტარი შუშანიკ და თანაწარიტანა ევანგელჱ თჳსი და ტირილით ესრჱთ იტყოდა: „უფალო ღმერთო, შენ უწყი, ვითარმედ მე გულითად სიკუდილდ მივალ“. ფრიად აურვებდეს – ძალიან აწუხებდნენ; თანაწარიტანა – წაიღო; ევანგელჱ – სახარება, წიგნი ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ, დაწერილი ოთხი მახარებლის: მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს მიერ; ესრჱთ იტყოდა – ასე ამბობდა; გულითად – გულით; სიკუდილდ – სასიკვდილოდ; მივალ – მივდივარ; ესე თქუა და წარვიდა მათ თანა და თანა წარიტანნა ევანგელჱ თჳსი და წმიდანი იგი წიგნნი მოწამეთანი. და რაჟამს შევიდა იგი ტაძარსა მას, არა დაჯდა იგი თჳსსა მას გალიაკსა, არამედ სენაკსა შინა მცირესა. და აღიპყრა ჴელნი თჳსნი ზეცად წმიდამან შუშანიკ და თქუა: „უფალო ღმერთო, არცა მღდელთაგანი ვინ იპოვა მოწყალჱ, არცა ერისა კაცი ვინ გამოჩნდა შორის ერსა ამას, არამედ ყოველთა მე სიკუდილდ მიმითუალეს მტერსა ღმრთისასა ვარსქენს“. წიგნნი მოწამეთანი – წიგნი მოწამეთა ცხოვრებისა და წამების შესახებ; რაჟამს – როცა; ტაძარი – სასახლე; გალიაკი – სამყოფი; აღიპყრა ჴელნი – ხელები აღმართა; ვინ იპოვა – ვინმე აღმოჩნდა; სიკუდილდ მიმითუალეს – სასიკვდილოდ გამწირეს თავი VI თავი V - VII სარჩევი და შემდგომად ორისა დღისა მოვიდა მგელი იგი ტაძრად და ჰრქუა მსახურთა თჳსთა: „დღეს მე და ჯოჯიკ და ცოლმან მისმან ერთად პური ვჭამოთ, ხოლო სხუასა ნუ ვის უფლიედ ჩუენ თანა შემოსლვად“. და რაჟამს შემწუხრდა, მოუწოდეს ცოლსა ჯოჯიკისასა და ინებეს ერთად პურისა ჭამაჲ, რაჲთამცა მოიყვანეს წმიდაჲ შუშანიკცა. და ვითარცა მოიწია ჟამი პურისაჲ, შევიდეს ჯოჯიკ და ცოლი მისი წინაშე წმიდისა შუშანიკისა, რაჲთამცა მასცა აჭამეს პური, რამეთუ ყოველნი იგი დღენი უზმასა გარდაევლნეს. და ვითარცა მეტად აიძულეს და ძლით წარიყვანეს ტაძრად, ხოლო გემოჲ არა რაჲსაჲ იხილა. ხოლო ცოლმან ჯოჯიკისმან მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა. ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ რისხვით: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“. და განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია. შემდგომად ორისა დღისა - ორი დღის შემდეგ; პური ვჭამოთ - ვჭამთ; ნუ ვის უფლიედ ჩუენ თანა შემოსლვად - ნუ ვინ შემოვა ჩვენთან; შემწუხრდა - შეღამდა; მოუწოდეს - მოიწვიეს; რაჲთამცა მოიყვანეს - რომ მოეყვანათ; ჟამი პურისაჲ - ჭამის დრო; რაჲთამცა მასცა აჭამეს - რომ მასაც აჭამონ; ძლით - ძალით; გემოჲ არა რაჲსაჲ იხილა - არაფერი ჭამა; რაჲთამცა იგი ხოლო შესუა - რომ მხოლოდ ის დაელია; რისხვით - მრისხანედ; ოდეს - როდის, როცა; ყოფილ არს - ყოფილა; თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური - რომ მამაკაცებსა და ქალებს ერთად ეჭამათ; განყარა ჴელი - ხელი გაიქნია; დაითხია - დაიღვარა; მაშინ იწყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თჳსითა დასთრგუნვიდა მას; და აღიღო ასტამი, და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა; და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდა და თმითა მიმოითრევდა, ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი. მაშინ შუელად აღდგა ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, და იბრძოდეს, ვიდრემდის გუემა იგიცა, და კუბასტიცა თავსა მისსა მოხეთქა და ჭირით, ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო ჴელთა მისთა. და ვითარცა მკუდარი იდვა წმიდაჲ შუშანიკ ქუეყანასა ზედა. და აგინებდა ვარსქენ თესლ-ტომსა მისსა და სახლისა მაოჴრებელად სახელ-სდებდა მას. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ბორკილთა შესხმაჲ ფერჴთა მისთა. იწყო - დაიწყო; უჯეროსა გინებად - უხამსო გინება; ფერჴითა - ფეხით; დასთრგუნვიდა - თელავდა, სცემდა; ასტამი - ნაკვერჩხლის და ნაცრის გამოსაჩხრეკი; ჩაჰფლა - ჩაარტყა; დაუბუშტა - დაუსივა; ყიოდა - ყვიროდა, ღმუოდა; იზახდა - ყვიროდა; ვითარცა ცოფი - როგორც გიჟი; შუელად აღდგა - მოეშველა; გუემა იგიცა - სცემა მასაც; მოხეთქა - დაარტყა; ჭირით - გაჭირვებით; გამოუღო - გამოჰგლიჯა; თესლ-ტომი - ჯიში, შთამომავლობა; სახლისა მაოჴრებელი - ოჯახის დამქცევი, ამაოხრებელი; სახელ–სდებდა - უწოდებდა; ბორკილთა შესხმაჲ - ბორკილების დადება და ვითარცა მცირედ და-რე-სცხრა გულის წყრომისაგან, მოვიდა სპარსი იგი და მჴურვალედ ევედრებოდა მას, რაჲთამცა საკრველთა მათგან განეტევა წმიდაჲ შუშანიკ. და ვითარ ფრიად ევედრებოდა, ბრძანა განტევებაჲ მისი და სენაკსა ერთსა შეყვანებაჲ და კრძალულად დაცვაჲ მისი ერთითა მსახურითა და რაჲთა სხუაჲ არვინ შევიდეს ხილვად მისა, - არცა მამაკაცი, არცა დედაკაცი. და-რე-სცხრა - ოდნავ დაწყნარდა; რაჲთამცა საკრველთა მათგან განეტევა - რომ ბორკილთაგან გაეთავისუფლებინა; განტევებაჲ - გათავისუფლება; კრძალულად დაცვაჲ - საიდუმლოდ დაცვა თავი VII თავი VI - VIII სარჩევი და ვითარცა ცისკარ ოდენ იყო, იკითხა და თქუა მსახურისა მიმართ მისისა, ვითარმედ: „წყლულებისა მისგან ვითარ არს?“. ხოლო მან ჰრქუა მას: „ვერ განსარინებელ არს იგი“. მაშინ თჳთ შევიდა და იხილა იგი და დაუკჳრდა დიდძალი იგი სიმსივნჱ მისი. და ამცნო მსახურსა მას და ჰრქუა: „ნუმცა ვინ შევალს ხილვად მისა“. და თჳთ ნადირობად წარვიდა. ცისკარ ოდენ იყო - განთიადისას, დილით ადრე; ვითარმედ - რომ; ვითარ არს - როგორ არის; ვერ განსარინებელ არს - ვერ გადარჩება; თჳთ - თვითონ; დაუკჳრდა - გაუკვირდა; ნუმცა ვინ შევალს ხილვად მისა - ნუვინ შევა მის სანახავად; ნადირობად წარვიდა - სანადიროდ წავიდა ხოლო მე აღვდეგ და მივედ და ვარქუ მცველსა მას: „მე ხოლო მარტოჲ შემიტევე და ვიხილო წყლულებაჲ იგი მისი“. ხოლო მან მრქუა მე: „ნუუკუე ცნას და მომკლას მე“. და მე ვრქუ მას: „უბადრუკო, არა მისი განზრდილი ხარა? და თუცა მოგკლას შენ მისთჳს, რაჲ არს?!“. მაშინ შემიტევა მე ფარულად. და ვითარ შევედ შინა, ვიხილე ხატი მისი დაბძარული და განსივებული აღუტევე ჴმაჲ და ვტიროდე. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე“. და მე ვარქუ წმიდასა შუშანიკს: „მიბრძანე და მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელი თუალთა შენთა შთახუეულ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რაჲთა, ჰე, ღა-მე-თუ განიკურნო!“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე გამწმედელ არს ცოდვათა ჩემთაჲ“. შემიტევე - შემიშვი; უუკუე ცნას - რომ გაიგოს; თუცა - თუნდაც; მისთჳს - მის გამო; ხატი - სახე; დაბძარული - დახეთქილი; აღუტევე ჴმაჲ და ვტიროდე - ხმამაღლა ვტიროდი; დასაბამი - დასაწყისი; შთახუეულ - ჩაყრილი; სალბუნი - მალამო; ჰე, ღა-მე-თუ - ეგებ; რამეთუ - რომ, რადგანაც ხოლო მე მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი, რომელი მოეძღუანა სამოელ ეპისკოპოსსა და იოვანეს, რამეთუ ფარულად იღუწიდეს და ნუგეშინის-სცემდეს. მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: „ხუცეს, ვერ ძალ-მიც გემოჲს-ხილვად, რამეთუ ყბანი და ზოგნი კბილნი შთამუსრვილ არიან“. მაშინ მივიღე მცირედ ღჳნოჲ და პური დავალბე და მცირედ გემოჲ იხილა. და მე ვისწრაფდი გამოსლვად. მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი - ვაიძულე მცირეოდენი ეჭამა; მოეძღუანა - გამოეგზავნა; იღუწიდეს - ზრუნავდნენ; ხუცეს - მღვდელო (წოდებით ბრუნვა); ძალ-მიც - შემიძლია; გემოჲს-ხილვად - აქ: ჭამა; შთამუსრვილი - ჩამტვრეული; ვისწრაფდი გამოსვლად - ვჩქარობდი გამოვსულიყავი მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: „ხუცეს, მიუძღუანოა სამკაული ესე მისი? ნუუკუე ითხოვდეს, რამეთუ მე ამას ცხორებასა არღარად მეჴმარების“. ხოლო მე ვარქუ: „ნუ რას ისწრაფი, იყოს შენ თანა“. და ჩუენღა ამას განვიზრახევდით, მოვიდა ყრმაჲ ერთი და თქუა: „იაკობ მანდა არსა?“. და მე ვარქუ, ვითარმედ „რაჲ გინებს?“. და მან მრქუა: „უწესს პიტიახში“. და მე დამიკჳრდა, თუ „რაჲსამე მიწესს ამას ჟამსა“. და მივისწრაფე და მივედ. და მან მრქუა მე: „უწყია, ხუცეს, მე ბრძოლად წარვალ ჰონთა ზედა. და ჩემი სამკაული მას არა დაუტეო, ოდეს იგი არა ჩემი ცოლი არს, - იპოოს ვინმე, რომელმან განკაფოს იგი. მივედ და მომართუ იგი ყოველივე, რაჲცა რაჲ არს“. ხოლო მე მივედ და უთხარ წმიდასა შუშანიკს. ხოლო მან განიხარა ფრიად და მადლი მისცა ღმერთსა და ყოველივე მომიძღუანა და მივართუ პიტიახშსა. და მან მიიღო ჩემგან, აღიხილა და იპოვა ყოველი გებულად. და კუალად თქუა: „მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეიმკოს“. მიუძღუანოა - გავუგზავნო?; ნუუკუე ითხოვდეს - ეგებ ითხოვდეს; არღარად მეჴმარების - აღარაფრად მესაჭიროება; ისწრაფი - ჩქარობ; იყოს შენ თანა - გქონდეს; ჩუენღა ამას განვიზრახევდით - ვიდრე ჩვენ ამას ვლაპარაკობდით; ყრმაჲ - მსახური; რაჲ გინებს - რა გინდა; უწესს - ეძახის, იწვევს; დამიკჳრდა - გამიკვირდა; რაჲსამე - რატომ; მიწესს - მეძახის, მიწვევს; ამას ჟამსა - ამ დროს; მივისწრაფე - სწრაფად წამოვედი; უწყია, ხუცეს - იცი, მღვდელო; ბრძოლად წარვალ - საბრძოლველად მივდივარ; ჰონები - იმიერკავკასიელი მომთაბარე ტომები; ოდეს - როდის, როცა; იპოოს ვინმე - აღმოჩნდება ვინმე; რომელმან განკაფოს - ვინც გაცვეთს (აქ: ვინც მოიხმარს); მომართუ - მომართვი; უთხარ - ვუთხარი; მადლი მისცა ღმერთსა - ღმერთს მადლობა შესწირა; ყოველივე მომიძღუანა - ყველაფერი გამატანა; აღიხილა - გასინჯა; იპოვა ყოველი გებულად - ყველაფერი უკლებლივ აღმოჩნდა; რომელმან ესე შეიმკოს - ვინც ამას შეიმკობს თავი VIII თავი VII - IX სარჩევი და ვითარცა მოიწინეს დიდნი იგი მარხვანი, მივიდა ნეტარი იგი შუშანიკ მახლობელად წმიდასა ეკლესიასა და იძია მცირჱ სენაკი და მუნ დაეყუდა. და იყო სენაკსა მას მცირჱ სარკუმელი და დაყო იგი. და იყო იგი ბნელსა მას შინა მახრვით და ლოცვით და ტირილით. და ჰრქუა ვინმე პიტიახშსა საკუთარმან მისმან, ვითარმედ: „ამათ წმიდათა მარხვათა ნურას ეტყჳ მას“ დიდნი იგი მარხვანი - აღდგომის დღესასწაულის წინა ორმოცდღიანი მარხვა; იძია - მოძებნა; მუნ დაეყუდა - იქ გაჩერდა; დაყო - ამოქოლა; საკუთარი - მახლობელი; და ვითარ მოიწია აღვსებისა ორშაბათი და მოვიდა პიტიახში ბრძოლისა მისგან ჰონთაჲსა, ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა. და აღდგა, და მივიდა ეკლესიად და ეტყოდა ეპისკოპოსსა მას აფუცს: „გამომეც ცოლი ჩემი, რად განმაშორებ ჩემგან?“. და იწყო გინებად და გმობად ღმრთისა სასტიკად. ხოლო ხუცესმან ერთმან ჰრქუა მას: „უფალო, რაჲსა ეგრე იქმ და იტყჳ ეგრეთ ბოროტსა და აგინებ ეპისკოპოსსა და წმიდასა შუშანიკს რისხვით ეტყჳ?“. ხოლო მან უხეთქნა კუერთხითა ხუცესსა მას ზურგსა და მან ვერღარა იკადრა სიტყუად. აღვსება - აღდგომა; ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა - ეშმაკი აღაგზნებდა (აღაშფოთებდა); მივიდა ეკლესიად - მივიდა ეკლესიაში; ეტყოდა - ეუბნებოდა; გამომეც - მომეცი; რაჲსა ეგრე იქმ - რატომ აკეთებ მაგას?; ბოროტი - ცუდი; რისხვით ეტყჳ - მრისხანედ ელაპარაკები; უხეთქნა - დასცხო, დაარტყა; იკადრა სიტყუად - გაბედა ლაპარაკი; და ეგრეთ წმიდაჲ შუშანიკ თრევით მოითრია თიჴათა შიგან და ეკალთა ზედა, ეკლესიით ვიდრე ტაძრადმდე, ვითარცა მკუდარი მიეთრია. და ადგილდ-ადგილდ ქუე ძეძჳ დაეფინა. და თჳთ ფერჴნი დაიდგნის ძეძუსა მას ზედა, და კუბასტნი შუშანიკისნი და ჴორცნი წულილ-წულილად დაებძარნეს ძეძუსა მას. და ეგრეთ მოიყვანეს იგი ტაძრად. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ცემაჲ, ბოროტებდა და იტყოდა: „აჰა ეგერა, არა გერგო შენ ეკლესიაჲ შენი და არცა ზურგნი ეგე შენნი ქრისტიანენი, და უფალი იგი მათი“. და ვითარცა სცეს კუერთხითა სამას ოდენ, არარაჲ აღმოჴდა პირსა მისსა ვაჲებაჲ, არცა კუნესაჲ. მაშინღა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ ურჩულოსა ვარსქენს: „უბადოო, შენღა თავი თჳსი არა შეიწყალე და განსდეგ ღმრთისაგან, შენ მემცა შემიწყალეა?!“. ეკლესიით ვიდრე ტაძრადმდე - ეკლესიიდან სასახლემდე; კუბასტი - სამოსელი; წულილ-წულილად - წვრილ–წვრილად; მოიყვანეს იგი ტაძრად - მოიყვანეს სასახლეში; იტყოდა - ამბობდა; აჰა ეგერა - აი; გერგო - გამოგადგა; ვითარცა სცეს - როცა დაარტყეს; არარაჲ აღმოჴდა პირსა მისსა - პირიდან არაფერი ამოსცდენია; მაშინღა - მაშინ უკვე, მხოლოდ მაშინ; ურჩულო - უშჯულო; უბადოო - უბედურო’ შენ მემცა შემიწყალეა?! - შენ შემიცოდებ?!; და ვითარცა იხილა დიდძალი იგი სისხლი, რომელ დამოსდიოდა ჩჩჳლთა მათ ჴორცთა მისთა, მაშინ უბრძანა დადებად ჯაჭჳ ქედსა მისსა. და უბრძანა სენაკაპანსა ერთსა, რაჲთა წარიყვანონ წმიდაჲ შუშანიკ ციხედ, და საპყრობილესა ბნელსა შეაყენონ იგი და მოკუდეს. ამოსდიოდა - ჩამოსდიოდა; უბრძანა დადებად - უბრძანა, დაედოთ; სენაკაპანი - ციხის მცველი თავი IX თავი VIII - X სარჩევი დიაკონი ვინმე ერთი მის ეპისკოპოსისაჲ დგა წმიდისა შუშანიკის თანა მას ჟამსა, რომელსა გამოჰყვანდა იგი ტაძრით, და უნდა, რაჲთამცა ჰრქუა, თუ „მტკიცედ დეგ!“. და თუალი ჰკიდა პიტიახშმან, სხუაჲ ვერღარაჲ სცალდა სიტყუად, ესთენ ოდენ ჰრქუა: „მტკი..“ და დადუმნა ხოლო და სივლტოლად იწყო სწრაფით. დგა - იდგა; ტაძრით - ეკლესიიდან; უნდა - უნდოდა; რაჲთამცა ჰრქუა - რომ ეთქვა; თუალი ჰკიდა - თვალი მოჰკრა; სხუაჲ ვერღარაჲ სცალდა სიტყუად - მეტის თქმა ვეღარ დასცალდა; ესთენ ოდენ - მხოლოდ ესღა; დადუმნა - გაჩუმდა; სივლტოლად იწყო სწრაფით - სწრაფად გაიქცა მაშინ წარმოიყვანეს და მოჰყვანდა წმიდაჲ შუშანიკ უჴამური და თმაგარდატევებული ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი, და ვერვინ იკადრა თავსა მისსა დაბურვად, რამეთუ პიტიახში იგი მჴედრ შეუდგა უკუანა კუალსა მისსა და აგინებდა მას მრავლითა გინებითა. უჴამური - ფეხშიშველი; თმაგარდატევებული - თმებჩამოშლილი; შეურაცხთაგანი - მდაბიო, უბრალო; იკადრა - გაბედა; დაბურვა - დახურვა; მჴედრ შეუდგა უკუანა - ამხედრებული მისდევდა და მივიდოდა წმიდისა მის თანა ამბოხი მრავალი დედებისა და მამებისაჲ, სიმრავლჱ ურიცხჳ, რამეთუ უკუანა შეუდგეს, ჴმაჲ აღემაღლა და ტიროდეს, და იჴაჴდეს ღაწუთა მათთა და საწყალობელად დასთხევდეს ცრემლთა მათთა წმიდისა შუშანიკისთჳს. ხოლო წმიდამან შუშანიკ უკმოჰხედნა ერსა მას და ჰრქუა მათ: „ნუ სტირთ, ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა მომიჴსენეთ. და ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან ამიერითგან, რამეთუ არღარა მიხილოთ ცოცხალი გამოსრული ციხით“. და ვითარცა იხილა პიტიახშმან ამბოხი იგი ტირილი მამათაჲ და დედათაჲ მოხუცებულთა და ყრმათაჲ, მჴედრ მიმოდასდევნინ და მეოტ–ჰყოფნ მათ ყოველთა. და ვითარცა მიიწინეს ჴიდსა მას ციხისასა, ჰრქუა პიტიახშმან წმიდასა შუშანიკს: „შენდა ეგდენ ყოფად არს ფერჴითა შენითა სლვაჲ, რამეთუ ცოცხალი არღარა გამოსლვად ხარ, გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ“. ამბოხი - დიდძალი ხალხი; იჴაჴდეს - იკაწრავდნენ; საწყალობელად - შესაბრალისად; დასთხევდეს ცრემლთა - ცრემლს ღვრიდნენ; შუშანიკისთჳს - შუშანიკის გამო; უკმოჰხედნა - მოხედა; ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან ამიერითგან - ამიერიდან გშორდებით; მიხილოთ - მნახავთ; ციხით - ციხიდან; მჴედრ მიმოდასდევნინ - ამხედრებული დასდევდა; მეოტ-ჰყოფნ - დევნიდა, არბევდა; მიიწინეს - მიაღწიეს; გამოსლვად ხარ - გამოხვალ; შენდა ეგდენ ყოფად არს ფერჴითა შენითა სლვაჲ - ფეხით სავალი ეგღა დაგრჩა; გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ - არამედ ოთხი გამოგიტანს (მკვდარს) და ვითარცა შევიდეს ციხედ, პოვეს სახლაკი ერთი ჩრდილოჲთ კერძო, მცირჱ და ბნელი, და მუნ შეაყენეს წმიდაჲ იგი. და ჯაჭჳ იგი, რომელ ედვა ქედსა მისსა, ზედა ეგრეთვე ედვა, და დაჰბეჭდა ურჩულ[ო]მან ვარსქენ ბეჭდითა თჳსითა. ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: „მე ამას მხიარულ ვარ, რაჲთა აქა ვიტანჯო და მუნ განვისუენო“. ხოლო პიტიახშმან ჰრქუა მას: „ჰე, ჰე, განისუენე!“ ჩრდილოჲთ კერძო - ჩრდილოეთისაკენ; ვიტანჯო -დავიტანჯები; მუნ განვისუენო - იქ ვიშვები; ჰე, ჰე - დიახ, დიახ მაშინ დაადგინნა მცველნი მის ზედა და ამცნო მათ, რაჲთა სიყმილითა მოკლან იგი. და ესრეთ ეტყოდა მათ: „გეტყჳ თქუენ, უკუეთუ ვინმე შევიდეს მისა მამაკაცი, გინა დედაკაცი, იხილენით თავნი თქუენნი და ცოლნი და შვილნი და სახლნი თქუენნი, უბრალომცა ვარ, რაჲ გიყო თქუენ“. სიყმილი - შიმშილი; ეტყოდა - ეუბნებოდა; გეტყჳ - გეუბნები; იხილენით თავნი თქუენნი - მიჰხედეთ თქვენს თავს; უბრალომცა ვარ - უდანაშაულო ვიქნები; რაჲ გიყო - რასაც გიზამთ თავი X თავი IX - XI სარჩევი მაშინ გამოვიდა ციხით. და მესამესა კჳრიაკესა მოუწოდა მცველსა ერთსა, ჰკითხა მას და ჰრქუა: „აქამომდე ცოცხალღა არსა საწყალობელი იგი?“. ხოლო მან ჰრქუა: „უფალო, სიკუდილდ კერძო უფრო საგონებელ არს, ვიდრე სიცოცხლით, რამეთუ შიმშილითა უფროჲს ხოლო მოკუდების, რამეთუ არარას მიიღებს საზრდელსა“. ხოლო მან ჰრქუა: „ნურა რაჲ გგლიან, უტე, მოკუდეს“. კჳრიაკე - კვირა; მოუწოდა - დაუძახა; აქამომდე ცოცხალღა არსა - აქამდე ცოცხალია; უფალო - ბატონო; სიკუდილდ კერძო - სიკვდილისაკენ; საგონებელ არს - საფიქრებელია; ნურა რაჲ გგლიან - ნურა გენაღვლება; უტე - გაუშვი, დაე ხოლო მე მრავლითა ვედრებითა ვარქუ მცველსა მას და უქადე ჭურჭერი ერთი სამისოჲ. და ძნიად თავს იდვა შეტევებაჲ ჩემი და მრქუა მე: „რაჟამს დაღამდეს, მოვედ შენ ხოლო მარტოჲ“. და ვითარ შემიყვანა მცველმან მან, და ვიხილე ტარიგი იგი ქრისტჱსი შუენიერად ვითარცა სძალი შემკული საკრველთა მათგან, და მე, ვითარ ვერ დამითმო გულმან, ვტიროდე ფრიად. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „კეთილისა ამისთჳს სტირა, ხუცეს?“ ხოლო მცველმან მან მრქუა მე: „ესეღა თუმცა მეცნა, არამცა შემოგიტევე შენ“. ხოლო მე ვიწყე სიტყუად და განმტკიცებად მისა, რავდენი ღმერთმან მომცა მე სიტყუად. და ვიჯმენ მისგან და წარვედ სწრაფით ვანად ჩემდა. უქადე - შევპირდი; ჭურჭერი - ნივთი; ძნიად თავს იდვა შეტევებაჲ ჩემი - ძლივს გადაწყვიტა ჩემი შეშვება; რაჟამს - როცა ; დაღამდეს - დაღამდება; მოვედ - მოდი; ტარიგი -კრავი; სძალი - რძალი (იგულისხმება: ქრისტეს მოწამე); საკრველი -ბორკილი; ვერ დამითმო გულმან - გულმა ვერ გამიძლო; ვტიროდე ფრიად - ვტიროდი ძლიერ (მწარედ); კეთილისა ამისთჳს - ამ სიკეთის გამო; სტირა, ხუცეს? - სტირი, მღვდელო?; ესეღა თუმცა მეცნა - ეს რომ მცოდნოდა; არამცა შემოგიტევე - არ შემოგიშვებდი; ვიწყე სიტყუად - დავიწყე ლაპარაკი; ვიჯმენ მისგან - მოვშორდი მას; წარვედ სწრაფით ვანად ჩემდა - სწრაფად წავედი შემს სახლში; ხოლო პიტიახში ჩორდ წარემართა. და ჯოჯიკ ძმაჲ მისი არა დახუდა, ოდეს საქმჱ ესე იქმნა წმიდისა შუშანიკის ზედა. და ვითარ მოიწია ჯოჯიკ, უკუანა სდევდა პიტიახშსა. და მიეწია მას საზღვართა ჰერეთისათა და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთამცა ბრძანა საკრველთა მათგან განტევებაჲ მისი. და ვითარ ფრიად აწყინა, ბრძანა განტევებაჲ საკრველთაგან ოდენ. და ვითარ მოვიდა ჯოჯიკ, აღჰჴადა ჯაჭჳ იგი ქედსა მისსა, ხოლო ბორკილთაჲ არა თავს–იდვა წმიდამან შუშანიკ ვიდრე აღსასრულამდე მითურთ. ჩორდ წარემართა - წავიდა ჩორში; არა დახუდა - არ იყო, არ დასწრებია, არ შესწრებია; მიეწია - დაეწია; რაჲთამცა ბრძანა - რომ ებრძანებინა; საკრველთა მათგან განტევებაჲ - ბორკილთაგან გათავისუფლება; ფრიად აწყინა - აქ: ბევრს ეხვეწა; ოდენ - მხოლოდ; აღჰჴადა - ახსნა, შეხსნა; არა თავს-იდვა - არ მოისურვა, არ ინება; ვიდრე აღსასრულამდე - სიკვდილამდე რამეთუ ექუსი წელი ციხესა მას შინა აღასრულა და წესიერებითა საღმრთოჲთა ყუაოდა: მარხვითა, მარადის მღჳძარებითა, ზედგომითა, თაყუანის-ცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნთაჲთა მოუწყინებელად. განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხჱ სულიერითა მით ქნარითა. მღჳძარება - სიფხიზლე; ზედგომა - დგომა (მღვიძარება); უწყინოდ - დაუსრულებლად; სულიერითა მით ქნარითა - გალობით (აქ: ლოცვით) თავი XI თავი X - XII სარჩევი და მიერითგან განითქუა ყოველსა ქართლსა საქმჱ მისი. და მოვიდოდეს მამანი და დედანი აღნათქუემთა შეწირვად და, რაჲ ვის უჴმდა, მიემადლებოდა წმიდითა ლოცვითა ნეტარისა შუშანიკისითა, რომელსა მოსცემდა მას კაცთ-მოყუარე ღმერთი: უშვილოთა შვილი, სნეულთა კურნებაჲ, ბრმათა თუალთა ა[ღ]ხილვაჲ. ყოველი ქართლი - მთელი ქართლი; მოვიდოდეს - მოდიოდნენ; აღნათქუემი - დანაპირები (აქ: შესაწირავი); რაჲ ვის უჴმდა - ვისაც რა სჭირდებოდა იყო ვინმე დედაკაცი ერთი სპარსი მოგჳ, რომელსა განბორებისა სალმობაჲ აქუნდა. და მოვიდა იგი წმიდისა შუშანიკისა. ხოლო იგი ასწავებდა მას, რაჲთამცა დაუტევა მოგობაჲ იგი და იქმნა იგი ქრისტიანე. ხოლო დედაკაცმან მან თავს-იდვა ადრე-ადრე. და იგი ასწავებდა დედაკაცსა მას და ეტყოდა, ვითარმედ „მივედ იერუსალჱმდ და განსწმიდნე განბორებისა მაგისგან შენისა“. და მან გულსმოდგინედ შეიწყნარა და წარემართა გზასა მას სახელითა ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა და განიკურნა იგი სალმობისა მისგან. და ვითარ გარემოიქცა იგი სიხარულითა დიდითა და მოიწია მუნვე, მოვიდა იგი წმიდისა შუშანიკისა მადლისა გარდაჴდად და წარვიდა სახიდ თჳსა სიხარულით განმრთელებული. მოგჳ - ცეცხლთაყვანისმცემელი; განბორების სალმობა - კეთრი; რაჲთამცა დაუტევა მოგობაჲ - რომ უარეყო ცეცხლთაყვანისმცემლობა; თავს–იდვა ადრე-ადრე - მალე, სწრაფად დათანხმდა; მივედ იერუსალჱმდ - წადი იერუსალიმში; განსწმიდნე - განიკურნები, განიწმინდები; გულსმოდგინედ შეიწყნარა - გულით ირწმუნა; წარემართა გზასა მას - წავიდა; სალმობა - სნეულება, ტკივილი; ვითარ გარემოიქცა - როცა მობრუნდა; მოიწია მუნვე - მოვიდა იქვე; მოვიდა იგი წმიდისა შუშანიკისა - მოვიდა წმინდა შუშანიკთან; მადლისა გარდაჴდად - მადლობის გადასახდელად; წარვიდა სახიდ თჳსა - წავიდა თავის სახლში; განმრთელებული - განკურნებული თავი XII თავი XI - XIII სარჩევი ხოლო წმიდამან შუშანიკ ნაცვლად ჭიჭნაუხტისა საქმისა დიდითა გულსმოდგინებითა ჴელთა აღიხუნა დავითნი და მცირედთა დღეთა შემდგომად ასერგასისნი იგი ფსალმუნნი დაისწავლნა, რომლითა იგი დღჱ და ღამჱ ზესკნელისა მის მეუფისა მიმართ სათნოსა მას გალობასა შესწირვიდა ცრემლით. ჭიჭნაუხტის საქმე - ხელსაქმე, ქსოვა; დიდი გულსმოდგინება - დიდი სიბეჯითე, მონდომება; ჴელთა აღიხუნა - აიღო; დავითნი - ფსალმუნთა წიგნი, რომელიც ებრაელთა მეფეს დავითს (X-XI სს. ჩვ. წ.–მდე) მიეწერება; ასერგასისი - ასორმოცდაათი; ფსალმუნი - საგალობელი; ზესკნელისა მის მეუფისა - ღმერთის (იესო ქრისტე); სათნო - მოსაწონი; და უთხრეს ნეტარსა შუშანიკს, ვითარმედ „შვილნი იგი შენნი მიაქცინა მოგობასა“. მაშინ იწყო თაყუანის-ცემად ღმრთისა მიმართ ტირილითა დიდითა და თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა. სულთ–ითქუნა და თქუა: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნეს-ვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და მე დამიცევ საქმეთაგან მტერისათა“. შვილნი იგი შენნი მიაქცინა მოგობასა - შენს შვილებს ცეცხლთაყვანისმცემლობა მიაღებინა; თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა - თავს მიწას ურტყამდა; სულთ-ითქუნა - ამოიოხრა; იყავნ ნებაჲ შენი - შენი ნება იყოს; დამიცევ საქმეთაგან მტერისათა - დამიცავი ეშმაკის საქმეებისაგან და მე მივედ და ვიხილე წმიდაჲ შუშანიკ დამშრშალი და დაბუშებული ტირილითა. და რამთუ მოეძღუანა წმიდასა მას ეპისკოპოსსა საზრდელი და ვითარ ფრიად ვაიძულე, მცირედ ოდენ გემოჲ იხილა და ვჰმადლობდით ღმერთსა. და ვიდრე მუნ ჟამადმდე მოვიდიან შვილნი იგი მისნი ხილვად დედისა თჳსისა; ხოლო რაჟამს მიაქცინეს და უვარ-ყვეს ღმერთი, ვერღარა იკადრეს ხილვად მისა, არამედ სახელიცა მათი სძაგდა სმენად. დამშრშალი - გამომშრალი, დამჭკნარი, გამხდარი; დაბუშებული - დასივებული; მოეძღუანა - გამოეგზავნა; საზრდელი - საჭმელი; მოვიდიან - მოდიოდნენ; ხილვად დედისა თჳსისა - თავისი დედის სანახავად; რაჟამს მიაქცინეს - აქ: როცა ქრისტიანობა ურყვეს; ვერღარა იკადრეს - ვერ გაბედეს; ხილვად მისა - მისი ნახვა თავი XIII თავი XII - XIV სარჩევი და მერმე მოციქულნი მოავლინნა პიტიახშმან და ჰრქუა: „ანუ ნებაჲ ჩემი ყავ და მოვედ ტაძრად; უკუეთუ არა მოხვიდე შინა, ჩორდ წარგცე შენ ანუ კარად კარაულითა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მიჰრქუა ესრეთ: „უბადოო და უგულისჴმოო, ხოლო მე თუ კარად ანუ ჩორდ წარმცე, ვინ უწყის, თუ მუნ კეთილსა რასმე შევემთხჳო და ბოროტსა ამას განვერე“. და გულსა ეტყოდა პიტიახში იგი სიტყუათა მათთჳს, ვითარ-იგი ჰრქუა მას, ვითარმედ „ვინ უწყის, თუ კეთილსა რასმე მივემთხჳო“, ვითარმედ „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ეცოლოს“. და მიერითგან არღარავინ მიავლინა მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ ბოროტთა მათ გუემათა და თმენათათჳს იტყოდა, რაჲთამცა სათნო-ეყო ღმერთსა. მოციქულნი მოავლინნა - მოციქულები (შუაკაცები) გამოგზავნა; მოვედ ტაძრად - მოდი სასახლეში; ჩორდ წარგცე შენ ანუ კარად - ჩორში გაგგზავნი, ყარსში (?), ან ქტეზიფონში (სპარსეთის სამეფო კარზე); კარაული - სახედარი; მიჰრქუა ესრეთ - ასე შეუთვალა; უბადო - უბედური; უგულისჴმო - უგუნური; თუ მუნ კეთილსა რასმე შევემთხჳო - ეგებ იქ კარგ რასმე შევხვდე, ბედს ვეწიო; ბოროტსა ამას განვერე - ამ ბოროტებას (უბედურებას) გადავურჩე; გულსა ეტყოდა - ფიქრობდა; ვითარ-იგი - როგორც; ვითარმედ - რომ; ნუუკუე - რომ, ეგებ; მთავართაგანსა ვისმე ეცოლოს - ვინმე მთავარს მისთხოვდეს; მიერითგან - იმ დროიდან; არღარავინ მიავლინა მისა - აღარავინ გაუგზავნა მას; გუემა - ცემა; იტყოდა - ამბობდა; რაჲთამცა სათნო-ეყო ღმერთსა - ღმერთის მოსაწონი ყოფილიყო ხოლო პიტიახშმან გამოარჩია ძუძუჲსმტჱ მისი საკუთარი, რაჲთა მოიყვანოს იგი ტაძრად. და ვითარცა ჰრქუა კაცმან მან: „ისმინე ჩემი და ჩამოვედ ტაძრად, და ნუ აოჴრებ სახლსა მას თქუენსა“, ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: „არქუ მას უღმრთოსა, ვითარმედ „შენ მომკალ და მარქუ მე: ცოცხალითა ფერჴითა არა გამოხვიდე შენ მაგიერ ციხით“. ხოლო აწ, უკუეთუ შემძლებელ ხარ მკუდარსა აღდგინებად, პირველად დედაჲ შენი აღადგინე, რომელი ურდს დამარხულ არს, გარნა თუ მისა ვერ შემძლებელ ხარ აღდგინებად, ვერცა ჩემდა შემძლებელ ხარ განყვანებად, გარნა თრევით გამითრიო“. და ვითარცა მიუთხრეს პიტიახშსა სიტყუაჲ იგი და მან თქუა: „ნანდჳლვე ვთქუ ეგე!“ ძუძუჲსმტჱ - ძიძიშვილი; საკუთარი - მახლობელი; ჩამოვედ ტაძრად - ჩამოდი სასახლეში; მარქუ - მითხარი; ცოცხალითა ფერჴითა არა გამოხვიდე შენ მაგიერ ციხით - ცოცხალი ვერ გამოხვალ მაგ ციხიდან; შემძლებელ ხარ - შეგიძლია; აღდგინება - აყენება; აღადგინე - ააყენე (გააცოცხლე); რომელი ურდს დამარხულ არს - რომელიც ურდშია დამარხული; გარნა თუ მისა ვერ შემძლებელ ხარ აღდგინებად - მაგრამ თუ მისი აყენება (გაცოცხლება) ვერ შეგიძლია; ვერცა ჩემდა შემძლებელ ხარ განყვანებად - ვერც ჩემი (ციხიდან) გაყვანა შეგიძლია; გარნა თრევით გამითრიო - თუ არ გამათრევ; ნანდჳლვე ვთქუ - ნამდვილად ვთქვი და მეორესა დღესა შემო-ვინმე-ვიდა და ჰრქუა წმიდასა შუშანიკს: „კეთილად მიუგე მას სიტყუაჲ იგი, რამეთუ მაგით სახით ეგულვებოდა შეტყუვილი შენი და მას სხუაჲ ზრახვაჲ გულსა მოეჴადა სიბოროტისაჲ შენთჳს“. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: „და შენ ღმერთი ძილსა შინა ნუ გგონიეს, რომელმან განუმზადნის სიტყუანი პირსა კაცისასა, რამეთუ იტყჳს თჳთ უფალი: „მე მიუგო სიტყუაჲ თქუენ წილ“. შემო-ვინმე-ვიდა - ვიღაც შემოვიდა; კეთილად - კარგად; მაგით სახით - მაგ ხერხით (მაგგვარად); ეგულვებოდა - ფიქრობდა, განზრახული ჰქონდა; შეტყუვილი - მიტყუება; ზრახვაჲ - განზრახვა; გულსა მოეჴადა - მოეფიქრებინა; გგონიეს - გგონია; განუმზადნის სიტყუანი პირსა კაცისასა - აქ: ღმერთი წინასწარ უმზადებს ადამიანებს სათქმელს; რამეთუ იტყჳს თჳთ უფალი - რადგანაც თვითონ ღმერთი ამბობს; მე მიუგო სიტყუაჲ თქუენ წილ - მე ვუპასუხებ თქვენ მაგიერ თავი XIV თავი XIII - XV სარჩევი და ვითარცა აღივსებოდა მეექუსჱ იგი წელი საპყრობილესა მას შინა, ჯეკმა დამაშურალობითა შრომათა მათ შინა სიმჴნისა მისისაჲთა სენი სნეულებისაჲ მოიწია მის ზედა, რომელსა-იგი წინაჲსწარ უღაღადებდი და ვეტყოდე, ვითარმედ „ნუ ჯეკმა, რამეთუ დაუმძიმებ ჴორცთა მაგათ ზედა, რამეთუ ვერ დაგითმონ და მერმე ვერღარას შემძლებელ იყო ყოფად რაჲსმე საქმედ კეთილსა ეგოდენითა მაგით ფიცხლად მარხვითა და მარადის ზედგომითა და ღამე ყოველ დაშრომითა, ფსალმუნებითა და გალობითა“. და არცაღა მცირედ სადა სცა ჴორცთა მისთა განსუენებაჲ, და შეიქმნა და დადნა ვითარცა ავლი. აღივსებოდა მეექუსჱ - მეექვსე წელი სრულდებოდა; ჯეკმა დამაშურალობითა შრომათა მათ შინა - დიდი, ძლიერი ტანჯვის, გასაჭირის ატანა; სენი სნეულებისაჲ - ავადმყოფობა; წინაჲსწარ უღაღადებდი - წინასწარ ვეუბნებოდი; ვეტყოდე - ვეუბნებოდი; ვეტყოდე - ვეუბნებოდი; დაუმძიმებ ჴორცთა მაგათ ზედა - აწუხებ სხეულს; ვერ დაგითმონ - ვერ გაგიძლებენ (ვერ აიტანენ ტანჯვას); ვერღარას შემძლებელ იყო ყოფად რაჲსმე საქმედ კეთილსა - კარგი საქმის გაკეთებას ვეღარ შესძლებ; ეგოდენი - მაგდენი; ზედგომა - დგომა (მღვიძარება);ღამე ყოველ - მთელი ღამე; დაშრომა - შრომა; ფსალმუნება - ფსალმუნთა გალობა; არცაღა მცირედ სადა სცა ჴორცთა მისთა განსუენებაჲ - არც ოდესმე ოდნავ შეუსვენია; შეიქმნა და დადნა ვითარცა ავლი - ნაცარს დაემსგავსა (აქ: ძლიერ გახდა) ხოლო დიდთა მათ მარხვათა აღვსებისათა ერგასისთა მათ დღეთა, ექუსთა წელთა შინა არცა დღისი, არცა ღამჱ არა დაჯდის ქუე, არცა დაიძინის, არცა საჭმელი რაჲ მიიღის, გარნა დღესა ხოლო კჳრიაკესა ეზიარის ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა; და მცირედ ოდენ წუენი მხალისა შექმნული - იგიცა მცირედ - მიიღის, ხოლო პურისა გემოჲ არა იხილის, ვიდრე აღვსებადმდე. დიდთა მათ მარხვათა აღვსებისათა - აღდგომის დიდი მარხვა; ერგასისი - ორმოცდაათი; დღისი - დღისით; ღამჱ - ღამით; დაჯდის - დაჯდა ხოლმე; მიიღის - მიიღო ხოლმე; გარნა - მხოლოდ; კჳრიაკე - კვირა; ეზიარის ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა - ჭამდა ხოლმე პურს და ღვინოს დალევდა; შექმნული - შემზადებული; ვიდრე აღვსებადმდე - აღდგომამდე და მიერ დღითგან, ვინაჲთგან პყრობილ-ყვეს იგი ციხესა მას შინა, სასთაულსა ზედა თავი არა მიდვის, გარნა ალიზაკი ერთი დაიდვის სასთუნალ და ქუესაგებელად იყო გირჯაკი ერთი ძუელი და კაცთა თუალსა - სასთაულაკი ერთი ხალენისა უცნ სასთუნლით კერძო. და თაყუანის-საცემელად კილიკი ერთი მცირჱ ქუე წარუგდებიედ, და გრწყილი და ტილი მოუგონებელი ადგილსა მას დასხმულ იყო. მიერ დღითგან - იმ დღიდან; ვინაჲთგან - რაც, რადგანაც; პყრობილ-ყვეს იგი ციხესა მას შინა - საპატიმროში ჩააგდეს; სასთაულსა ზედა თავი არა მიდვის - ბალიშზე თავს არ დებდა; გარნა - მხოლოდ; ალიზაკი - აგური; დაიდვის სასთუნალ - იდებდა სასთუმლად; ქუესაგებელი - ლოგინი; გირჯაკი - ქსოვილის ნაჭერი; კაცთა თუალსა - ხალხის დასანახავად; სასთაულაკი - მცირე ბალიში; ხალენი - ტყავი; უცნ - აქვს (აქ: ჰქონდა) ხოლმე; კილიკი - ქვეშ დასაფენი; წარუგდებიედ - დაფენილი ჰქონდა; გრწყილი - რწყილი; მოუგონებელი - ურიცხვი ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მჴურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, რომლისა მკჳდრნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყვითლებულნი, დაწერტილნი და დამშრშალნი და დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირ-მსივანნი და დღე-მოკლედ ცხორებულნი; და მოხუცებული არა ვინ არს მათ ქუეყანათა. და ესეთსა მას ციხესა შინა ექუს წელ პყრობილ იყო და მძიმეთა მათ საკრველთა შინა ადიდებდა ღმერთსა. ხორშაკი - მავნე; დაწერტილი - დამუწუკებული; დამშრშალი - გამომშრალი, დამჭკნარი, გამხდარი; დამღიერებული - წყლულებით დაავადებული; ჩარადოვანი - კეთრიანი; საკრველი - ბორკილი თავი XV თავი XIV - XVI სარჩევი და ვითარცა მეშჳდჱ წელი დადგებოდა, მოიწია წმიდისა და სამგზის სანატრელისა შუშანიკის ზედა წყლულებაჲცა ჴორცთა მისთაჲ და დაუცხრომელად შრომათა მათ გამო დაუსივდეს ფერჴნი მისნი და თხრამლი აღმოსდიოდა ადგილდ-ადგილდ. და წყლულებანი დიდ-დიდნი იყვნეს და მატლიცა დასხმულ იყო წყლულთა მათ, რომელ-იგი აღიღო ჴელითა თჳსითა და მიჩუენებდა მე და ჰმადლობდა ღმერთსა. და თქუა: „ხუცეს, ნუ მძიმე გიჩნ ესე, რამეთუ მუნ იგი მატლი უდიდჱს არს და არა მოკუდების“. და მე, ვითარცა ვიხილე მატლი იგი, მოუგონებელად დიდად მწუხარე ვიყავ და ვტიროდე ფრიად. მრქუა მე რისხვით: „ხუცეს, რად მწუხარე ხარ? ვიდრე უკუდავთა მათ მატლთა შეჭმასა, უმჯობჱს იყავნ ამათ მოკუდავთა შეჭმა აქავე ამას ცხორებასა“. და მე მიუგე და ვარქუ: „ძაძისა სამოსელი მცირედღა შეგერაცხაა საგუემელად? და აწ მატლთა მაგათთჳს მხიარულ ხარ!“. და მან მრქუა მე ქენებით: „ნუვის თანა იტყჳ ძაძისა სამოსლისათჳს ცხორებასა ჩემსა, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთაჲ“. რამეთუ შინაგან ძაძაჲ ემოსა და არავინ იცოდა ჩემსა გარეშე, ხოლო გარეგან კაცთა თუალსა ანტიოქიისა პალეკარტი ემოსა. მოიწია წმიდისა და სამგზის სანატრელისა შუშანიკის ზედა წყლულებაჲცა ჴორცთა მისთაჲ - წმინდა შუშანიკი ავად გახდა ძლიერ (კანი დაუსკდა); დაუცხრომელად - შეუსვენებლივ; თხრამლი - ჩირქი; რომელი-იგი - რომელიც, რაც; ნუ მძიმე-გიჩნ - ძნელად ნუ გეჩვენება; მუნ იგი მატლი - იქაური მატლი (წამება, რომელიც ურწმუნოებს მოელის საიქიოში); არა მოკუდების - არ მოკვდება (არ დასრულდება); მოუგონებელად დიდად - მეტისმეტად; ვტიროდე - ვტიროდი; უმჯობჱს იყავნ - უმჯობესია; მცირედღა შეგერაცხაა საგუემელად? - სატანჯველად მცირედ მიგიჩნევია? მატლთა მაგათთჳს - მაგ მატლთა გამო; ქენებით - ხვეწნით; ნუვის თანა იტყჳ ძაძისა სამოსლისათჳს ცხორებასა ჩემსა - ნუვის ეტყვი, რომ ძაძა მაცვია; ადრე ყოფად არს დატევებაჲ უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთაჲ - მალე მოვკვდები; შინაგან - შიგნით; გარეგან კაცთა თუალსა - ხალხის დასანახავად; ანტიოქიისა პალეკარტი - ანტიოქიური წამოსასხამი თავი XVI თავი XV - XVII სარჩევი და ვითარცა ესმა ჯოჯიკს, ვითარმედ მიახლებულ არს ნეტარი დედოფალი წმიდაჲ შუშანიკ სიკუდილდ, წარვიდა და თანა წარიყვანნა ცოლი და შვილნი და მონა-მჴევალნი მისნი. და მივიდა ციხედ ხილვად სანატრელისა შუშანიკ მარტჳლისა. და ვითარცა მიიწია, მძლავრ შე-ხოლო-ვიდა და თაყუანის-სცა პატიოსანსა ჯუარსა და მოიკითხა წმიდაჲ შუშანიკ, თან-დაუჯდა და ჰკითხვიდა სალმობათა მათთჳს. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კეთილ ვარ, ვითარ ღმერთსა უნებს, არამედ ყოველთა წარსავალსა მას გზასა მეც წარვალ“. ესმა ჯოჯიკს - გაიგონა ჯოჯიკმა; მიახლებულ არს ნეტარი დედოფალი წმიდაჲ შუშანიკ სიკუდილდ - სიკვდილის პირასაა წმინდა დედოფალი შუშანიკი; მჴევალი - მონა ქალი; მივიდა ციხედ - ციხეში მივიდა; ხილვად - სანახავად; მარტჳლი - მოწამე; ვითარცა მიიწია - როცა მივიდა; მძლავრ - ძალით; სალმობა - სნეულება, ტკივილი; კეთილ ვარ - კარგად ვარ; ვითარ ღმერთსა უნებს - როგორც ღმერთს სურს; ყოველთა წარსავალსა მას გზასა მეც წარვალ - მეც მოვკვდები, როგორც ყველა ხოლო ჯოჯიკ მსწრაფლ აღდგა ზე, პირველთა მათ უწესოთა საქმეთა აღუარებდა და ევედრებოდა წმიდასა შუშანიკს და ეტყოდა: „სძალო და მჴევალო ქრისტჱსო, ითხოვე ღმრთისაგან, რაჲთა მომიტევნეს მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: „თუ შენ სხუად სახედ ყრმებრ არარაჲ ჰქმნე, ღმერთმან მოგიტევნეს შენ“. და ჯოჯიკ ჰრქუა: „მაგის სახისათჳს მოვედ მე შენდა, რაჲთა, რომელი-იგი არა რაჲმე სათნო იყოს ღმრთისა, არა ვქმნე“. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „უკუეთუ ეგე ეგრეთ ჰყო შენ, უკუდავ მექმნე მე მაგით სიტყჳთა და ღმერთმან შესძინენ დღეთა ცხორებისა შენისათა“. მსწრაფლ - სწრაფად; პირველი - ადრინდელი; სძალი - რძალი (იგულისხმება: ქრისტეს მოწამე); რაჲთა მომიტევნეს - რომ მომიტევოს; ყრმებრ - ბავშვურად; ჰქმნე - ჩაიდინე; ღმერთმან მოგიტევნეს - ღმერთმა გაპატიოს (ღმერთი გაპატიებს); მაგის სახისათჳს - მაგის გამო; მოვედ - მოდი; რომელი-იგი - რომელიც, რაც; არა რაჲმე სათნო იყოს ღმრთისა - რაც ღვთის მოსაწონი არ იქნება; არა ვქმნე - არ ვიზამ; უკუეთუ ეგე ეგრეთ ჰყო - თუ ეს ასე ქნა (თუ ასე იზამ); უკუდავ მექმნე მე მაგით სიტყჳთა - მახლობელი გამიხდები; ღმერთმან შესძინენ დღეთა ცხორებისა შენისათა - ღმერთმა გაახანგრძლივოს შენი სიცოცხლე და მერმე, ვითარ შეატყუა ჯოჯიკ, ვითარმედ მას დღესა განვალეს წმიდაჲ იგი ჴორცთა ამათგან, ჰრქუა: „მაკურთხე მე და ცოლი ჩემი, მჴევალი შენი, და შვილნი ჩემნი და მონა-მჴევალნი ჩემნი, და, თუ რაჲმე შეგცოდეთ ვითარცა კაცთა საწუთროჲსათა და სოფლის მოყუარეთა, მოგჳტევენ და ნუ მოიჴსენებ მედგრობათა ჩემთა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა ჯოჯიკს და ცოლსა მისსა: „ჰყავთ წარმდებად საქმჱ ესე ჩემი, რამეთუ არავინ იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაჲ და ტკივილი ჩემთჳს, რომელმანმცა შეაჯერა უღმრთოსა მას საწუთროსა მეუღლესა“. ხოლო მათ ჰრქუეს: „ჩუენ თჳნიერ შენსა ფრიად დავშუერით. გარნა არა იყო სმენაჲ, არცა სიტყუაჲ“, მაშინ ჰრქუა წმიდამან შუშანიკ: „განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ სადა-იგი არა არს თუალღებაჲ, წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაჲსა და მეუფისა მის მეუფეთაჲსა, სადა არა არს რჩევაჲ მამაკაცისა და დედაკაცისაჲ, სადა მე და მან სწორი სიტყუაჲ ვთქუათ წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა; მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო, შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა. და ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის. ხოლო მე აწ ამას ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა მე ლხინებაჲ ვპოვო, და გუემათა და თრევათა მისთათჳს მე განსუენებასა მივემთხჳო, და უგულისჴმოებისა და უწყალოებისა მისისათჳს მე წყალობასა მოველი იესუ ქრისტჱს მიერ უფლისა ჩემისა“. მერმე - შემდეგ; შეატყუა - შეატყო; განვალეს წმიდაჲ იგი ჴორცთა ამათგან - წმინდანი კვდებოდა; მაკურთხე - დამლოცე; კაცი საწუთროჲსა - ამქვეყნიური, სოფლისმოყუარე (წუთისოფლის მოყვარული); მოგჳტევენ - გვაპატიე; მოიჴსენებ - გაიხსენებ; მედგრობა - გულგრილობა; ჰყავთ წარმდებად - ცუდად, უგულოდ ჰქენით; იპოვა - აღმოჩნდა; რომელსამცა აქუნდა წყალობაჲ - რომელიც მოწყალე იქნებოდა; რომელმანმცა შეაჯერა - რომელიც დაარწმუნებდა, დააჯერებდა; თჳნიერ შენსა - უშენოდ; ფრიად დავშუერით - ძლიერ ვეცადეთ; გარნა არა იყო სმენაჲ - მაგრამ არაფერი გაიგონა; განვისაჯნეთ - გავსამართლდებით; მუნ - იქ; სადა-იგი - სადაც; არა არს თუალღებაჲ - არ არის მიკერძოება; მსაჯულთაჲსა და მეუფისა მის მეუფეთაჲსა - ქრისტე; რჩევაჲ - სხვაობა, გარჩევა; სწორი - მართალი (თანასწორი); ვთქუათ - ვიტყვით; მიაგოს მას უფალმან - ღმერთი გადაუხდის; ვითარ - როგორ, როგორც; უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო - უდროოდ ჩემი ახალგაზრდობა და სილამაზე დაღუპა; შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა - ჩამოახმო, სიკვდილის პირას მიმიყვანა; ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის - ღმერთი გაგვასამართლებს მას და მე; ლხინებაჲ ვპოვო - შვებას მოვიპოვებ; უგულისჴმოება - უგუნურება; უწყალოება - შეუბრალებლობა; ხოლო იგინი ამას ყოველსა სიტყუასა მისსა ზედა ტიროდეს მწარედ და ჰრქუეს: „მოგჳტევენ ბრალნი ჩუენნი და გუაკურთხენ, წმიდაო მოწამეო და მარტჳლო სანატრელო ქრისტჱს ღმრთისაო“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „ღმერთმან მიგიტევენინ, რომელ-რაჲ-იგი ჰყავთ“. მაშინღა აკურთხნა ჯოჯიკ და ცოლი და შვილნი მისნი და მონა-მჴევალნი მისნი და ყოველი ეზოჲ და პალატი მისი. და ამცნებდა სლვად გზათა ღმრთისათა და ეტყოდა, ვითარმედ „ესე ყოველი ცხორებაჲ ვითარცა ყუავილი ველთაჲ წარმავალ არს და დაუდგრომელ, და ვინ სთესა - მოიმკო და ვინ განაბნია გლახაკთათჳს - შეიკრიბა, და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი, მან პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი“. და უჯმნა და გამოგზავნნა იგინი მშჳდობით. ტიროდეს - ტიროდნენ; მარტჳლი - მოწამე; ღმერთმან მიგიტევენინ (ცოდვანი) - ღმერთმა მოგვიტევოს ცოდვები; რომელ-რაჲ-იგი ჰყავთ - რაც ჩაიდინეთ; მაშინღა - მაშინ უკვე, მხოლოდ მაშინ; ეზოჲ და პალატი - სახლ-კარი; ამცნებდა სლვად გზათა ღმრთისათა - ასწავლიდა, ღვთის გზით იარონ; ეტყოდა - ეუბნებოდა; ესე ყოველი ცხორებაჲ ვითარცა ყუავილი ველთაჲ წარმავალ არს - ეს ცხოვრება მინდვრის ყვავილივით წარმავალია; დაუდგრომელი - არამყარი; ვინ სთესა - მოიმკო - ვინც დათესა - მოიმკო; ვინ განაბნია გლახაკთათჳს - შეიკრიბა - ვინც გლახაკები შეიწყალა (მათ ქონება დაურიგა), იგი გამდიდრდა; რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი, მან პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი - ვინც თავს დაიღუპავს, მას იპოვის, ვინც იგი ადიდა (ე.ი. ვინც ღვთის გამო მოკვდება, იგი ღმერთს იხილავს); უჯმნა - გამოუშვა, გამოემშვიდობა თავი XVII თავი XVI - XVIII სარჩევი მერმე, შემდგომად ჯოჯიკისა, მოიწია თავი იგი ეპისკოპოსთაჲ სამოელ და იოვანე ეპისკოპოსი, მისივე მოყუასი, რომელ-იგი იყვნეს განმამტკიცებელ და დიდად დამაშურალ, სახლეულითურთ თანაყოფით იყვნეს მონა, და მონაწილე იყვნეს და თანაზიარ შრომათა მისთა; მადლობით წარჰგზავნიდეს ნავთსადგურისა მის მიმართ ქრისტჱსისა. მსგავსად მისვე სახისა აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი მოვიდეს. ეგრეთვე, რომელნი-იგი გულს-მოდგინებით მონაწილე ყოფილ იყვნეს შრომათა მათ მისთა სანატრელობით, ვითარცა ახოვანსა მჴნესა მიჰვედრიდეს ქრისტესა. თავი იგი ეპისკოპოსთაჲ - მთავარეპისკოპოსი; მოყუასი - მეგობარი; დამაშურალ, სახლეულითურთ თანაყოფით იყვნეს - ზრუნავდნენ ოჯახის წევრებთან ერთად; იყვნეს... თანაზიარ - თანაუგრძნობდნენ; მადლობით წარჰგზავნიდეს ნავთსადგურისა მის მიმართ ქრისტჱსისა - მადლობით აგზავნიდნენ სამუდამო სამყოფელში; აზნაური - დიდი ფეოდალი; ზეპური - დიდებული, დიდგვაროვანი; დედაჲ - ქალი; უაზნო - მდაბიო; სოფლისა ქართლისანი - საქართველო (ქართლი); ახოვანი მჴნე - მხნე მებრძოლი; მიჰვედრიდეს ქრისტესა - ქრისტეს შეავედრებდნენ; და თხოვასა ერთსა ითხოვდეს მისგან ყოველნი იგი ეპისკოპოსნი და აზნაურნი ერთბამად, რაჲთა ბორკილი იგი ფერჴთაჲ ბრძანოს საცოდ და ნაკურთხევად ყოველთათჳს, რომლისათჳსცა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ, ვითარმედ „მე რაჲ ვარ, არა ღირსი ესე? ხოლო ღმრთის-მოყუარებისა თქუენისათჳს ხუცესმან აღივსენ წადილი თქუენი მაგის სახისათჳს. ხოლო მე რაჲმე-რაჲ შემძლებელ ვარ, არამედ ყოვლად-სავსემან ქრისტემან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა კეთილითა, რომელნი ესე ჩემთჳს მოშუერით და ეზიარენით ვნებათა ამათ ჩემთა და ჭირთა და ტანჯვათა. ხოლო მე, საყუარელნო, აჰა ესერა, წინაგანმზადებულსა მას გზასა წარვალ საუკუნესა. ჭირისა ამის წილ ჩემისა ქრისტემან მომმადლოს მე სიხარული, სატანჯველთა ამათ წილ განსუენებაჲ, გუემათა ამათ ჩემთა და თრევათა და შეურაცხებათა - მივემთხჳო მე დიდებასა და პატივსა ცათა შინა დაუსრულებელსა”. და იგინი ჯმნულნი, ცრემლითა სავსენი, ძლევისა მისთჳს დიდებას ღმრთისა მიმართ შესწირვიდეს და გამოვიდეს ციხით და წარვიდეს. ითხოვდეს - ითხოვდნენ; ერთბამად - ერთხმად; საცოდ - დასაცავად; ნაკურთხევი - დალოცვილი; ხუცესმან აღივსენ წადილი თქუენი - მღვდელმა შეგისრულოთ სურვილი; მე რაჲმე-რაჲ შემძლებელ ვარ - მე რის შემძლე ვარ (მე რა შემიძლია)? ქრისტემან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა კეთილითა - ქრისტემ აგავსოთ ყველაფერი კეთილით; მოშუერით - მოხვედით, გაისარჯეთ, შეწუხდით; აჰა ესერა - აი; გზასა წარვალ საუკუნესა - სამარადისო გზას; ჭირისა ამის წილ - გაჭირვების სანაცვლოდ; მომმადლოს - მომმადლებს; მივემთხჳო მე დიდებასა - მივიღებ დიდებას; ჯმნული - განშორებული; ძლევისა მისთჳს - გამარჯვების გამო; შესწირვიდეს - სწირავდნენ; გამოვიდეს ციხით - ციხიდან გამოვიდნენ; წარვიდეს - წავიდნენ თავი XVIII თავი XVII - XIX სარჩევი და მოიწია დღჱ იგი წოდებისა მისისაჲ.და მოუწოდა ეპისკოპოსსა მისისა სახლისასა აფოცს და მადლსა მისცემდა მისა მიმართ მოწლებისა მისისათჳს ვითარცა მამასა და მამამძუძესა. შემვედრა მე, კაცი ცოდვილი და გლახაკი ესე და შეჰვედრებდა ნეშტთა მათ ძუალთა მისთასა და უბრძანებდა დასხმად ადგილსა მას. ვინაჲცა-იგი პირველად გამოითრიეს და ეტყოდა: „უკუეთუ ღირს რჲმე ვარ უკუანაჲსკნელი ესე მეათერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ, იყვენით ყოველნი კურთხეულ უკუნისამდე ჟამთა“. მოიწია დღჱ იგი წოდებისა მისისაჲ - მოვიდა მისი სიკვდილის დღე; მოუწოდა - დაუძახა; მადლსა მისცემდა - მადლობას უხდიდა; მოწლებისა მისისათჳს - მისი სიკეთის გამო; მამამძუძე - აღმზრდელი; შემვედრა - შემავედრა; უბრძანებდა დასხმად ადგილსა მას - უბრძანებდა, იქ დაეკრძალათ; ვინაჲცა-იგი - საიდანაც; უკუეთუ - თუ; ღირს რჲმე ვარ - ღირსი ვარ; უკუანაჲსკნელი ესე მეათერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ - მორწმუნეთა შორის უკანასკნელი; და ჰმადლობდა ღმერთსა და თქუა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშჳდობით მას ზედა დავწევ და დავიძინე“. და შეჰვედრა სული თჳსი უფალსა ყოველთა შემწყნარებელსა. თავი XIX თავი XVIII - XX სარჩევი და მაშინღა ადრე–ადრე მოიღო სანატრელმან მან ეპისკოპოსმან იოვანე შესაგრაგნელად სუდარი წმიდაჲ წმიდათა მათ და პატიოსანთა ნაწილთა მისთაჲ და ეგრეთ სხუათა მათ აღვიღეთ გუამი იგი ფრიად დამაშურალი და დაჭმული მატლთა, და განვბანეთ იგი მატლისა მისგან მიწოვანისა და თხრამლისაგან, და შევჰმოსეთ მჩურითა მით. მაშინღა - მაშინ უკვე, მხოლოდ მაშინ; ადრე–ადრე - სწრაფად; მოიღო - მოიტანა; შესაგრაგნელად - შესახვევად; თხრამლი - ჩირქი და მაშინღა ეპისკოპოსთა მათ ორთავე. იოვანე და აფოც, ვითარცა ჴართა მჴნეთა დაუღლვილთა ზესკნელისა მის ფასისათა, ყოვლით კრებულითურთ ფსალმუნითა სულიერითა და კეროვნითა აღნთებულითა და საკუმეველითა სულნელითა აღვიხუენით პატიოსანნი ძუალნი და გამოვიხუენით წმიდასა მას ეკლესიასა. და დავჰკრძალენით წმიდანი იგი და დიდებულნი და პატივცემულნი ნაწილნი წმიდისა შუშანიკისნი განმზადებულსა მას ადგილსა. და მას ღამესა ანგელოზთა სახედ ღამჱ იგი განვათიეთ და დავითის ქნარითა მით ყოვლად ძლიერსა ღმერთსა და ძესა მისსა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ვადიდებდით, რომელი ყოვლითა ყოველთა მიმართ შემძლებელ არს და განაქველნის მამანიცა და დედანიცა და თჳსთა მათ თჳსი იგი ძლიერებისა ძლევაჲ მიჰმადლის ყოველთა, რომელნი ეძიებენ მას ერთითა გულითა. ჴართა მჴნეთა დაუღლვილთა ზესკნელისა მის ფასისათა - ზეციური (საღმრთო)სიკეთით შეკავშირებულნი; ყოველი კრებული - მთელი მრევლი; კეროვნი აღნთებული - ანთებული სანთელი; საკუმეველი სულნელი - სურნელოვანი საკმეველი; აღვიხუენით . . . ძუალნი - ავიღეთ ძვლები (გვამი); გამოვიხუენით - გამოვასვენეთ; დავითის ქნარითა - ფსალმუნებით; განაქველნის მამანიცა და დედანიცა - ამხნევებს კაცებს და ქალებს; თჳსი იგი ძლიერებისა ძლევაჲ მიჰმადლის - თავის მახლობლებს (მორწმუნეებს) გამარჯვებას მიანიჭებს თავი XX თავი XIX - სარჩევი და არს დასაბამი ტანჯვათა მათ წმიდისა შუშანიკისთაჲ თთუესა აპნისისასა, მერვესა თთჳსასა და დღესა ოთხშაბათსა; და მეორედ გუემაჲ მისი შემდგომად აღუსებისა ზატიკსა, დღესა ორშაბათსა; და კუალად ტანჯვაჲ ვარდობისა თთუესა ათცხრამეტსა. და აღსრულებაჲ მისი თთუესა ოკდონბერსა ათჩჳდმეტსა, საჴსენებელსა წმიდათა მათ და სანატრელთა მოწამეთა კოზმან და დამიანჱსთა. და დღჱ ხუთშაბათი იყო, რომელსა განვაწესეთ საჴსენებელი წმიდისა შუშანიკისი სადიდებლად და საქებელად ღმრთისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომლისა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ. დასაბამი - დასაწყისი; აპნისი - იანვარი; აღუსებისა ზატიკი - აღდგომის დღესასწაული; ვარდობაჲ - მაისი; აღსრულებაჲ - სიკვდილი; კოზმან და დამიანე - ეწამნენ კილიკიაში დიოკლიტიანე იმპერატორის დროს (III-IVსს.); განვაწესეთ - დავაწესეთ; რომლისა შუენის - რომელსაც შვენის, შეეფერება
წყარო: www.nplg.gov.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი