ვიდრე გავცურავ, ნაპირამდე შემიყვარდები..
ცაზე ყველა ნისლს მოვუძებნე თავისი ბუდე, შენც რომ აქ მყავდე, თითებს თმაზე მოგაფერებდი, ციდან წვიმად რომ წამოხვიდე და დამიბრუნდე... კვლავ მთელი სახის შეგიმოწმებ ოვალს ხელებით. საზეპიროდ რომ გავიხადე შენი ნაკვთები, მთის მდინარეებს დავესესხე სუნთქვის მარაგი, ვიდრე გავცურავ, ნაპირამდე შემიყვარდები, ვგრძნობ და წინასწარ სახელებზე სურვილს ვამაგრებ. ვერ აუკრძალავ გაღმა ნაპირს- გამოიზამთროს, გზის შემყურესაც ან რამდენჯერ მოეფერები, ციდან ღრუბლებსაც ხან ჰამაკში გამოხიზნავენ, ვიდრე წვიმების ასაკრეფად მოვლენ ხელები. შეუძლებელი არ იქნება- სხვა გულს ასტკივდე, შესაძლებელი უარესი გამოდის ოღონდ: რომ შეიძლება სხვას იმდენად გაუმარტივდე, ბოლო სუნთქვამდე ცრუ ალერსით გამოგიზოგოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
ბრავო! შესანიშნავი ლექსია.
დიდი მადლობა. 💕