დაგავიწყდი..
დაგავიწყდი... დაგავიწყდა, დაგავიწყდა, დაგავი... - ასი დღეს და ასი ღამე ჩემს მკლავზე რომ დაყავი. ჩამოწერე, როგორც ძველი ზღაპარი ან იგავი - ის ასი დღე: მე რომ - შენი, შენ რომ - ჩემი იყავი. რომ ეგონე მთელ ქვეყანას ჩემზე გადაგებული - სურათიც კი არ გვაქვს ერთი - ერთად გადაღებული. ვერაფრით ვერ დაგივიწყებ, ვერაფრით ვერ დაგივი... ველი მკერდზე შენს შეხებას - ძველი იატაკივით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
♥️