თეთრი ჯოჯოხეთები


ღმერთებივით ხედავენ ღამის ჰომეროსები.
მთვარეს ეგონჯავება ერთი ჯოჯო ხეთების.
გულიშვილმაც არ იცის, გულს ვინ მოეროსები.
ღამემ შემომირკალა თეთრი ჯოჯოხეთები.
თოვლის ფარით ვათეთრებ თეოს აპანთვეონას,
სულის ძეგლი ამ ლექსმა ერთობ აპანთეონა.
ლუდვიგ მთვარის კლასიკის აპასიონატება,
მზის გულებში კათარსისს აპანსიონატებდა.
ზარი რექვიემული ნელი ნიუ ნოტები.
სამოთხის ვაშლს შეჭამენ ბნელი ნიუტონები.
სენი ინდულგენციის, იწვის ფულიც, ერესიც.
ხმები არსამოთხური ,წივის ლუციფერესიც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი