იადონესა


ვარდზე ლექსს გიწერ იადონესა,
ბულბულს ნუ მომკლავ საეკლეშიო.
ცას უმატებდა ია დონესა
და შენი სული საეკლესიო.
დარდი რა ცუდი მოსალხენია,
გულო როგორღა განელო ზურნით.
გადაეფარა მოლსა ხენია
და ცისნამები ანგელოზურნი.
ცას აწვდენს ტოტებს ალვა ვედრებით,
მოტრფიალეა ფარვანა მზისა.
გავავსოთ გულით ალავერდები,
დავწუროთ ენა ფარნავაზისა.
ცას უმატებდა ია დონესა
და შენი სული საეკლესიო.
ვარდზე ლექსს გიწერ იადონესა,
ბულბულს ნუ მომკლავ საეკლეშიო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი