იფიგენია


მიპატიმრებდა იფი გენიას,
ცას აელვარებს, ელვა დაისის.
მსხვერპლად სწირავდნენ იფიგენიას.
სულს სურს სურნელი ედელვაისის.
ვაი ესქილე, ავი ლექსია.
ისარზე გული მიგიფენია.
ჩემში ახალი აქილევსია
და ქუსლი იცის იფიგენიამ
დღემდე ვუყვარვარ მაგას მემგონი.
მინდა, პიკის გულს, ვალეტს+ მიდამო.
მსხვერპლად გწირავდა აგამემნონი,
ქურუმად დაგსვა არტემიდამო.
ცას გულს უხლიჩავს ელვა დაისის.
კარს აღარ უხსნის, იფი გენიას.
სულს სურს სურნელი ედელვაისის
და სიყვარული იფიგენიას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი