ტატოს
მთლად დაგაკოჭლა ლედის სიკოჭლემ, როცა ამური თბილისს დატოვებ. გტკივა ობოლი ბედი ნიკო მჭლე, ასეთ სიყვარულს ვინ გვიტატოვებს? ტრფობის ბარათებს წიგნად არ ელი, რომ ვერ ასვენებ ტანსა განჯაში. გულზე გეზრდება წინანდალელი- -ვარდი მთაწმინდის გასატანჯავში. მთვარის ცისფერი სიმი,ტატო,რე- -ალზე დაიწვა სული ოქროსი. ვშორდები ,მე დღის იმიტატორებს, პოლარულ ღამით ,ძილს ვიქრობ მოსილს. ვცდილობ შემექმნა მინორულ სულით, სასიყვარულო გამა სატატო. ათეთრებს თბილისს,ლილოს,ულუსი, რომ შიშველ ტერფით გამატაატოს. სულზე გვადებდა ჰეკატე ინებს, მინდა ჩემ ლექსმა გადიდოს ტატო და შენ ახალო ეკატერინე, მარცხენა ხელით მადიდოსტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი