ქიმერიონი


მტკვართან ვიხილე,იქ მე რიონი.
მონატრებია მირზას გრანელი.
ცისფერ ყანწს მაწვდის ქიმერიონი,
თრობას მასწავლის მირზაანელი.
ყველასთან ერთად დავდივარ მარტოდ,
ერთი პოეტიც არ მეკარება.
მთელი ქალაქი ავ დივამ მამტრო,
რუსთავის ქარი კამერას ბერავს.
შემომჯდარია გორსა გალია,
სვავი მსვავს შიგნით დამამშვენებელს.
მერანზე მჯდარი გორგასალია,
ლურჯაზე ვხედავ აღმაშენებელს.
ენატრებოდა მირზას გრანელი.
აქ მტკვარი მიყვარს,იქ მე რიონი.
ზმანებით მხატავს მირზაანელი,
ცისფერ ყანწს მაწვდის ქიმერიონი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი