გულის ნაწილი


იმედის ბინას,ოცნების გვერდით,
სუსტი სხივებით ფაცხავს მზე მთიდან.
ღალატის არა მცოდნე ვიქნები,
გმირი ჩამოვალ აფხაზეთიდან.
დღეს სოხუმს მინდა გალას ხელებით,
ვუთხრა სალამი, ვწერო ვანიდან.
ომზე მშვიდობის არ გახელებით,
გვაქვს მაგალითი წეროვანიდან.
ის თეთრი დათვი ვერძის აისებს,
კვლავ დაუპირებს გაისს ის ინებს!
ომს თუ მშვიდობა ეღირსა ისევ,
გველი მიწაში გაისისინებს.
ჩემი სურვილის და ორაგულის-
ხორცი შეჭამეს და ფხა ზეთშია.
გაყოფილია კვლავ ორად გული,
დიდი ნაწილი აფხაზეთშია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი