კატორღა


რუსთავში ველი ბოლო კატორღას,
ხატზე გადმოდის მადლი ოსანის.
კილვატერს ტოვებ, ტოლობ კატარღას,
დილით მანდილით მანდილოსანი,
პარკში პირველი პა.ე.მანია,
ანუგეშებენ ნუშებს შინდები.
პოეტს პირველად ამეპანია,
დაკარგვის შიშით ნუ შეშინდები.
ნოემბერებმაც ყვითლად მოთოვეს,
ჭრელ ჭარაჭურზე ჭოტი ჭორაობს.
გასეირნება ფრთხილად მომთხოვე,
თვალმა გზა შორი ჭოგრით მოჭრაო.
კუნძზე კოდალა ეკაკუნება,
ძლივს მოვიშორე გაგით ფინია.
კატოს რატომღაც ეკატუნება,
ნოხად ფოთლები გაგიფინიათ.
გაწვიმდა, თმები გრძელი საგიშრო,
ქარით კისერზე შემომერკალა.
ვცდილობ,რომ თმები ფენით გაგიშრო,
თბილ-თბილი სუნთქვით შემომემშრალა.
ო, ისე გცივა ბუხრის ბეღურას,
კაკანათივით შემოგეხურე.
დღესაც, რომ ნისლით, მწუხრი ებურა,
სერიოზულად შემოგეხუმრე-
- შუბლზე გაკოცე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი