ვინძლო
არ განაღვლებს ,ღვინო რომ სვი ღვიძლო, მსმელმა კაცმა მითხარ დიდხანს ვინ ძლო. მთვარის ხელში ყანწმა ფეხი იღრძო, არ გამიშვათ, მალე "დიხას" ვინძლო. ლექსიკონით რითმის კონა ვიძნო, რომ მე, ძნელი პოეზია ვიგრძნო. საქართველოს მეტი რა შევწირო, გზა არ უჩანს ჩემს თეთრ რაშებს ვიწროც. პოეტიშვილს გაუშვილეს ბედი, ვერ დაგაშრეს სათლითა და ვედრით თუ ჩავარდი მტრისას ყბაში ყბედის. ოღონდ მოვკვდე, დალევთ ალავერდით. /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი