კარმელი


მისი ლექსებით, ამ ლექსს მავალებს,
გაიხსნა რითმის კარი, სარკმელი.
ეჯიბრებოდა ის დიდ კავალერს,
ფილტვი გამოჰყვა ლადოს კარმელის.

ცაზე ვუყურებ პოეტურ ლავაშს
და მე მშიერი ღამით ვპურდები.
რითმებს შავლე-ქსოვს, ვიგონებ შალვას,
ცრემლებს სახეზე დავიპუდრებდი.

წვიმა მესხმება ცეცხლზე დამწველი,
სიკვდილის გარდა არვინ არ მელის.
ჭაბუკად დაჭკნა ცისფერყანწელი
ლექსი აყვავდა, მაინც კარმელის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი