გალაკტიონს (მერული)
ალბათ ჩემს მერე მოგაგონდება, ვარდთა დღეები კარალეთური. თავს ცის კამარა მოგაბლონდდება, გაწვიმს ამური არალეთური. გულს არ ვიჩქარებ მარტო სირბილით, მრავალმჟამიერს მღერის ალები. გეტრფოდი პარიზს მერის თვალებით, სენასთან მტკვრისფრად ვნატრობდი თბილისს. გარედან არა , გულში ხარ დამღად, რომ იმედები ელდას ვერ კლავენ. ვიდექით ერთად ლუვრში მხარდამხარ და განშორება გვდებდა ხელკავებს. ბიზე - კარმენი - პროსპერ მერიმე... არ მეკიდება თვალზე მე რული. რომ ყველა ლექსში მომსპე მერი მე, ვარ ყველა ლექსით აღზევებული
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი