დეპორტაცია
გვერდში გედექით ებრაელებო, რომ ჰქონდა ომი,დავა ბაბილონს. დღეს წესით უნდა გებრალებოდეთ, რომ ჩვენი ძმობა დავასტაბილოთ. რა ნახეთ ჩვენში ავი ერისო, აღარ ვართ ძმანი ისრაელისო?! ღვთისმშობელია საივერიო და ღმერთმა უწყის ვის რა ელისო. გაიხსნა ბნელი ცა უკუნეთის, ბარს ეფერება სამთო ხელები. ორჯერ ცამმეტი საუკუნეთი, ერთად ვცხოვრობდით სამოთხელები. სამოთხის ხეზე - ავა ბაბილო და ჯოჯოხეთის დესპოტაცია. ვფიქრობ რა ლექსით დავასტაბილო, დღეს,ეს უღმერთო დეპორტაცია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი