p.s.
პარკში მომესმა აღუ ხუნდების, მტრედი ჩავისვი ბევრი ამ უბით. ზღვა ტალღის ზათქით ახუხუნდები, ბებერ ბრმა ბუებს ებრძვის ბათუმი. ვერ გიპასუხებთ ჩემი ძმობითვე, ძმებს შორის შუღლი,ვინც რომ აბუმოთ. მოჭრილი ხელი, შენით მოვითბე,, თბილისზე თბილო ცივო ბათუმო. პარკში დავტოვე აღუ ხუნდები, ასეირნებდა ბათუ მურიას. გავალ ბულვარში ავღუღუნდები, ლექსის ამინდი ბათუმურია. ევას ედემში ბალი ევაშლე, გულს ის მიცრუებს, ვინც მიცრიალებს. ანბანის კოშკზე თვალი შევავლე, საპოსტსკრიპტუმო ინიციალებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი