თეთრი მუზები(26 მაისის პარკში)
აკადემიის გერბი ღუზებით, ზღვის ლომს ხმელეთზე მეფიქრებიან. შავიზღვისპირის თეთრი მუზები ქვაფენილებზე ეფინებიან. სახეზე მცხვია ავი თვის შხეფი, ორჯერ ცამმეტი ამაგ პარკიდან. მოდის პოეტი თავისი ფეხით, გულმა სამ ლოდზე დამაპარკინგა. გადავარჩინე გარიყულ ღელვით, რითმა, ბათუმი, დელფინებითა. თოვს,გადავიღე გაყინულ ხელით, მარტოობასთან „სელფი“ ნებითა. მოასეირნებს ბათუ მურიას... გულსავსე მთვარე დაინვალიდდა. "მთაწმინდის მთვარე" ბათუმურია, მწერალთა სახლის აი-ვანი-დან. ვშალე ქარბუქში ოდნავ ეს ფირი, დროშაზე ჯვრების აღუდღუდება. ცამეტი მტრედი, ოცდაექვსი ფრთით, თავისუფლებას აღუღუნებდა. /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი