ანანკე
კაპიტანია ბნელი ფებუსი, არ გიღალატებ დღეს მე სალდათი. სიყვარულია ძნელი რებუსი, გამოსაცნობი ესმერალდათი. მზეო, ზამთარის გადამრეკავო, მთვარე დამადნე ნაზი ლოდოსით. გულო, გრძნობების ზართამრეკავო, დამაქვს სიწმინდე კვაზიმოდოსი. ჩემი ზურმუხტი ბოშის ქალი ხარ, ვჯობნი ლექსებით პიერ გრენგუარს. სასიყვარულო დროშის ალი ხარ, ნუ მესვრი ტყვიას-ძლიერს, შენ უარს. გულცივ კლოდ ფლოროს ხელს ვკრავ ტაძრიდან.. ედგა ჯალისაც თავზე აფთარი. გრევის მოედანს ეკრა აბრიდან, საეშაფოტო თავშესაფარი. მედიუმობა წყენდა გუნებას, ხელისგულები ბადებს ანანკეს. ოქროს თევზს ვთხოვდი შენს დაბრუნებას, რომ დაეჭირა ბადეს ან ანკესს. /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი