ბოტანიკურში
შეხვედრა კოცნა ლოყისპირული, ქოლგას აფარებს ღიმი, ლიანას. სხივთა სხვა წვიმა კოკისპირული, მზე მეხუტები ღიმილიანად. ბუ კავალერი, დამა გნოლია, გუშინდელ გრძნობებს გულში აგებენ. ეს ფრინველები და მაგნოლია, რომ არ გაკოცო გიგუშაგებენ. ცეცხლი დავანთეთ ვენერამური, ხელში გვიჭირავს ალი ყურიდან. შუბლი ნახშირით ვერშენამური, ლავაშს დამაკრავ ალიყურიდან. ცივი გრძნობები მეზადებიან, იქნებ ჩემს ნაცვლად სარო იალო. დღეს ჩემს ნერვებზე ემზადებიან, შენი თითები საროიალო. გაყვითლდა გზები ნოემბერების, პოეტს კალამზე ედემი კოცნის. გამილაჟვარდე მონე ფერებით მწვანე კონცხიდან იმედის კონცხი. /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი