თეთრი პეგასი
პოეზიას პოზირებს პირუეტით პეგასი, ერთ ნაღმსაც არ დაგიდებთ, თუგინდ მინაღმოთ ბევრი, ხელში ვიღებ კოზირებს და ვხსნი ვით ლას-ვეგასი... ომს მშვიდობას ვუცხადებ, თეთრი წინაღობებით. ცისფერ ჰიპოკრენისკენ გამაქანებს პეგასი, შევერცხლილი ფაფარი, საგალასო აღვირი! შიშით შეიშმუშნება შორით ღრუბელლეგასი, დედამიწის სახეა, ცის სარკეში აღვრილი. მიმიყვანე პეგასო მზიურ მუზის წყაროზე, ფეხი დაჰკარ გამოჩნდეს მთვარე საავგაროზე. საგამ, მითმა, ლეგენდამ იქნებ აგაარაკოს, თეთრ ანგელოსს მომივლენს შავი სააგარაკო. დღეს საკუთარ თავთანაც თავი დამემარტონა, მარტოობამ პირველად პოეტს დამეპატრონა. გადაუხდის მშვიდობას აღაპს ომი მის ნებით, რაც ვინოსტრადამუსე ფუჭად მოიმისნებით. არ ვარ კაკლის მურაბა, არც კერკეტი კაკალი. კვლავ კოდალა კაკუნობს,მკლავს სეკრეტი კანკალი. გულში წმინდა ხატია, გული არის კანკელი... წინ მთის ლაბირინთები, გლუვი გზა იკანკელის. წელზე ფეხებს დაიდგამს, წელსაც წელათრეული, ჩამივარდა ხელებში ახლა წელთა რ(ვ)ეული. მოლოდინში მოვკდები ტრფობის აღიარების, გულზე დამიბანაკდა ურდო, საღ იარების. ჩემი თეთრი პეგასით ლაჟვარდებში მივფრინავ, ცაზე ამხედრებულა მთვარე, გაოცებული. ოცნებები მუზებმა მოიფოტოფიქრინა, ერთი ათად დავდივარ, ხანაც გაოცებული. მიმიყვანე, პეგასო, მზიურ მუზის წყაროზე, ფეხი დაჰკარ გამოჩნდეს მთვარე საავგაროზე. საგამ, მითმა, ლეგენდამ იქნებ აგაარაკოს, თეთრ ანგელოსს მომივლენს შავი სააგარაკო. /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი