ანგელოზებრივ


ო! რა ძნელია დღეს მოთმინება,
ნეტავ, მანქნის წინ განგევლო ზებრით.
შენი დანახვა ცეცხლს მომინთებდა,
გაფრინდებოდი ანგელოზებრივ.

სადღაც ღრუბლებში გაეხვეოდი,
გალილულ ფრთებით გაიელვებდი.
შენ წმინდა სხეულს არ ვეხებოდი,
თუმც მაცდურ ფიქრებს გავიგველვებდი.

კარგია, როცა არ ვართ მარტონი,
დამრჩა იმედი საიმედებლად,
მკლავს მიმოზები სარვამარტონი,
ცამ ღამით მთვარეც არ იმემედლა.

მოცარტის სმენით ვენა თბებოდი,
თუმც არტერია მეყინებოდი.
ღამის ცას მკრთალად ვენათებოდი
და ჩემი თავი მე მწყინდებოდი.

სიზმარით როცა მოიზმანები,
კვლავ კოშმარულად დაგიკონკია.
ზემო ზარბაზნის მომიზანებით,
მკლავ ზარ-ზეიმით მდაგი კონკია.

ბედის წინაშე მომიზეზევარ.
თეთრ ფურცლებს მოვრწყავ ცისფერ ბლანტებით,
შენი სურვილის ნდომით ზეზე ვარ,
სამკუთხედ დროს ქმნის ციფერბლატები.

შემომიერთი მოდი ნახევარს,
ნეტავ, მანქნის წინ განგევლო ზებრით.
საკუთარ თავის მოდინახევარ,
გეტრფი ანგელოსს ანგელოზებრივ.  

/პოეტ პოეტიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი