ფიფქების "სმერჩი"


ჩვენი შეხვედრა ერთმანეთს უდრის,
გხატავ ფურცელზე ახლა გრაფიკით.
დღეს ესმერალდა ერთ მნათეს სურდი,
საკუთარ სიკვდილს ვლახავ გრაფიკით.
მერიის თხელ ხელს მე რიონს ვართმევ,
ძუ ძაღლის ბედი ქიმზე ეკერა.
შენი სახელი ემბრიონ მთვარეს,
მოლაპარაკე პირზე ეკერა.
ჩემზე ფხიზელი ლოთი ვინ არის?!
ვბრუნავ საკუთარ თავთან წრიულით.
კისრამდე მწვდება თოვლი იანვრის.
დამმარხეთ თოვლში თავგანწირული.
შავ მიწას თეთრი მაღლიდან ლუქავს,
თეთრი ზამთარი თვითქებით მერჩის,
ფიფქფოთოლფენით ბარდნის და ბუქავს,
ცამდე ამიყვანს ფიფქების „სმერჩი."

პაატა სურმანიძე(პოეტ პოეტიშვილი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი