ხაიამის
დუდუკის დუდუნი დერვიშებით... ხებერი ხმაურობს ხაიამის. ვენახში ვენერად ვერ ვიშვებით ?! ხორხოცი, ხან ხასას ხმა სიამის. თრიაქით რითმავდა რობაიას... დემონის დაცემა დემონიზმით. ზეზელა ზარხოში, ზრო-ბაიას. ჰარემში ჰავაა ჰედონიზმით. ფუსფუსის სუფევა სუფიების.. მთვარეზე ნატვრაა აი, ამ ხ(მ)ის... თავ-თავის-უფალი სუფიქსები, ხანებში ხარობდა ხაიამის. /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი