უკეთ


ოთხი სეზონი ვივალდს ვუსმენდი,
რომ დაუსერა ბედს დრომ ვენები.
ვერ დამაყრუეს მიყვარს, ვუთმენდი,
რომ უკეთ მესმის ბეთჰოვენებით.
კარგად იციან ჯულიეტებმა,
რომ ჩემთან არის რომეო სები.
ვერ დამიბრმავეს გული კელტებმა,
რომ უკეთ ვხედავ ჰომეროსებით.
მე ისე წავალ პოეზიიდან,
დარჩეს საწერი "პასტებს"ნაკლები.
რომც დამაკოჭლოთ პოეტის გზიდან,
მე უკეთ ვივლი პასტერნაკებით.
გამათამამეთ დიდად პატივით,
ჩემზე თევზაობთ ჯერ ანკესებით,
რომც ხელი მომჭრათ დიდოსტატივით,
მე უკეთ დავწერ სერვანტესებით.
/პოეტ პპოეტიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი