წინსაფრიანი წვიმა


ფეხზე დადექ მიწაზე წვივმაგარი წვიმა,
გულით იწვა, გიწამა, იმდაგვარად წვი მას.
თებერვალი უბერავს, თავს იგიჟებს მოვლით,
ყელამდე ვარ ჩაფლული თეთრწვერება თოვლით.
სავანეთი სვანეთი, თეთნულდი და უშბა,
შხარა ახრაშახრუშდა შიზოფრენიკ შუბად,
მთის თხემს სათხილამუროს ათრთოლებითო ვლის,
ბელი გორავს დათვივით მართობელი თოვლის.
წიფლის მწველი წინწკლებით, წვრილმანებით წვი მას,
თოვლის ბაბუ აკეთებს, წინსაფრიან წვიმას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი