აზარტი
პინოქიო, ტარზანი და მაუგლით ნაზარდი, დამავიწყდა ბავშვობის მულტფილმების აზარტი. მერე იყო თამაში: ნარდი, შაში და კარტი... გავზარმაცდი თამაშში, მარტს ჩაბარდა აზარტი. ბოლოს ვიყავ მსმენელი კლასიკის და ნაზ არტის , პოეზიის მუსიკამ შემიცვალა აზარტი. ყველა აზარტს დავშორდი, გავბატონდი აზატი, მაგრამ ბოლოს მომიღებს ლექსის წერის აზარტი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი