გულაგი


ვერ ვწერ გეფიცები გულ-აგდებით,
გავხდი საბოლოოდ არქივს პერანგს.
და ვინც, კუნძულებზე გულაგდებით,
იტანთ ჯოჯოხეთის არქიპელაგს.
თეთრზე წითლად ადგენს, განრიგს ზონა,
წითელ ზონაშია ისევ ზონა.
გვაკრავს გრანდიოზულ გარნიზონად,
უზუნ-ჰასანივით ისეზონა.
ყველას ხოშიანი მოკითხვები,
ვინც თუ კრემლზე "წითელ აგურს" დადებს
არ აქვს მშვიდობასთან ომს კითხვები,
და დრო ვეღარც გულადს აგულადებს.
ნეტავ მომტანია "მაპი" რამის,
ნატო ვინატვროთ თუ არიზონა?!
წითელ ზონაში ზის პატიმარი,
რადგან ივერია არი ზონა.
როგორ გაუგლუვებ არქივს პელაგრს,
ჩვენი სისხლ-გულით, რომ "აგურს" აგებს
გულში გულა - ბოროტ არქიპელაგს,
ვინც, ჩვენ კუნძულებზე გვაგულაგებს.
ხმაა მღაღადებლის გულა-გობით,
გულაგს "ლაგერებიც" ულაგია.
გალობთ გუგულებიც გულაგობით,
გული, რომ ვერ გაუგულაგიათ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი