ბორჯღალელო
საქართველო ესპანეთი... ფეხზე იდგა დერეფანი. შეაშინეთ ეს პანეთი, ფეხზე ადგა მერე ფანი. მოლში იდგა მოლთა მოლი, შეძახილი ლელო, ლელო... საქართველო ლომთა ლომი, შერკინებით წინ, წინ მსლელო. შუამარბი ბურთით გარბის, არ დავრჩებით მათი ვალში. ვადღეგრძელებ რუბით რაგბის, გარდავსახავ მათიაშვილს- -ჯვარს და ის ბურთს გარდასახავს. დაგრჩათ ჩემი "ბორჯად" ლელო. გადაირბენს, გადალახავს, ლელოს დადებს ბორჯღალელო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი