ეკვივალენტინს


ტანს ცისარტყელა გეხვევა ლენტით...
გული გადაჰყვა ნუკვებს ვერონის.
მთელი ცხოვრება შეხე! ვალენტინს,
მიყვარდებოდნენ უვენერონი.
გათავისუფლდი გულზე გკიდია,
ქვა ბედნიერი- იასპი როზა.
მთვარის სავალის სულ მზე გიდია,
ცის პაემანმა იასპიროზა.
გიწვავს სიყვარულს უკვე ნერონი,
შესამჩნევია ვუალს ტენიო.
გვიყვარდებოდნენ უვენერონი,
პოეტს დატოვებ უვალენტინოს?!
სავალენტინოს თურმე ბანგივით,
სადამო სუნთქვა გეკვრის ვალეტით.
გთხოვ დამიბრუნე ბუმერანგივით,
თეთრ სიყვარულის ეკვივალენტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი