მანეკენი


ღმერთო რა ქალია ეს ოხერი,
როგორ ეპრანჭება ყველა გამვლელს.
წუხდა სილამაზით დღეს ოხ ერი,
ამ ქალს ყველა გული ელაგა ხელს.
ზეცას სიკოხტავე რო დიოდა,
ვფიქრობ ყველა მასთან მოდიოდა.
იდგა მამაკაცთა „უჩერეტი"
და მეც ბოლო რიგში ვუჩერდები.
გულმა გამეტებით უპულსურა,
ლოყებს გადამეკრო დაფიონი.
თვალი მივაშტერე უსუსურად,
რომ ცას გადაადო საფირონი.
რიგში იდგა ყველა რჯულის კაცი...
ვაციც,ბერბიჭაც და საჭურისიც...
ვიდექ დონ ჟუანი გულის კაცი
და თვალს ვამზადებდი პაჭუნისთვის.
ტანზე კაბა გეცვა თოვლისფერი,
თავზე სერის ნისლი დაგეფატა.
შენი სისპეტაკე ყოვლისფერი,
მხატვრებს ვეღარაფრით დაეხატათ.
არ ჩანს კაციშვილი ჯერ შენ ბედად,
გვიმრად არ მაქციო და ეწერად.
დღემდე ერთ პოეტმაც ვერ შეგბედა,
რამე ჩემნაირი დაეწერა.
ისე ახლოს იყავ მიუვალი,
ჩანდი შიშველ თვალით მახა ქალი.
ყველა გაისტუმრე ცივ უარით
და მე მიყურებდნენ ხახამშრალი.
ვჩანდი დედოფალო ბედნიერი,
მსურდა მეფედ თავი დამეყენა.
დასტურს მითანხმებდი მხვედრიერით,
ბოლოს ხელში შემრჩი მანეკენად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი