ეკატერინე


ქერათმებზე და ცისფერთვალებზე,
ცისფერთითებით მე მაწერინებ.
მეტი ყოფილხარ მზისფერქალებზე,
სამოთხის ვარდო ეკატერინე.
ვიწყებ სიყვარულს შენი საუზმით,
ვახშმად უფრო მეტს გავიგებ დივა.
თეთრი გედი ხარ სენის აუზის,
მე ვენეციის შავი გედი ვარ.
ტოვებ პირღიად ახალ მთვარეებს,
ხელზე გკოცნიან პარიზელები.
შენში გრძნობების ვნახავ არეებს,
რომ მზეში კიდევ არის მზეები.
ცამდე აყავხარ ეტლის პოდიუმს,
ცისფერი კაბით მოსავ კამარებს.
მომკლავს მეტრები ველი პო დიუმს,
რომ უშენობა მომასამარებს.
გვარად ამური მე შემიგვარდა,
სისხლი ყოფილა ღამის ოფლიო.
გიმხელ, სამყაროვ, მე შემიყვარდა,
პირველი ქალი თან მის მსოფლიო.
/პოეტ პოეტიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი