სამაჩაბლოს
ჩრდილოეთიდან დღეს საქართველოს ომის ტუჩებით დამბაჩა გლოშნის. ერთად დგომა გვაქვს წესად ქართველ-ოსს, ერთად ვიცხოვროთ სამაჩაბლოში. ჩვენ არ გთავაზობთ ავტონს ომიანს, გადამდებია ლეპრა არტიზმით. მშვიდობა ოსურ ავტონომიას, დათვი გაქეზებთ სეპარატიზმით. მაღლა ავწიე თავი ოსანით, მომნატრებია კამარა შენი. ჩვენი სიძეა დავით სოსლანი, დედოფალია თამარაშენი. გიორგი რუსი ოკუპანტია, რაც თავი მახსოვს მატიანედან. გულაბი მსხლისთვის რომ უპანტია, უნდა გავყაროთ კატიანებად. გუშაგი მთვარე როკის გვირაბის, „დუხი“ არ ვნახოთ რუსული ჩექმის. მას ვადღეგრძელებ კოკით, ვინც რაბის ახლა ნათქვამი უსულით ესმის. ლოცვა გვიშველის სამების-კავთის. ჯოჯოხეთშია ხიბლი გინების. დაიწვებიან წამებისათვის ხაჭაპურის და ხიბიზგინების. თვალი ნაცრემლი ნალიახვარი, რუსო, დაგვეხსენ ოტებჭენებით. გვკლავდა მრისხანე ალი-ლახვარი, ტრაქტატებით და ტოტლებენებით. ჩვენ დავიბრუნებთ ჯავას-ცხინვალებს, აღმაშენებლის შთამომავალი. დრო კი სამებას ააბწყინვალებს, აწმყო წარსულით და მომავალით. /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი