ხოხობი
მედეას ხო და დაგვრჩა ხო- ხობი, ცერად დაყურებს აიას ონი. მიჰყვება კოლხი არ ჩანს ხოხობი, არგო, საწმისი და იასონი. შეეხმიანა მითი ლეგენდას, სამოთხის ფრინველს სდევდა მიმინო. თბილისს ედემად მითითებენ და ვერ გავიმეტებ შენდამი მინორს. ღორმუცელობა მადას ერია, თვალი სატირლად ჩამხობილია. გული მეთუთქვის სადაც წერია, რომ მენიუში ჩახოხბილია . /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი