17=17


17=17 
იდგა სიკვდილი წელგამართული,
მარტი თბილისში აყეფებული.
ღამე უდღეოდ ვერ განმარტული
და თვითმკლელობა გამეფებული.
ვიჯერებ მარტის აწ მის დელობას,
რომ დაგასვენა მზემო ცა რულით.
მთვარეს გაღირსეს მთაწმინდელობა,
მარსი დატოვე ხელმოცარული.
გულს უხარია? არამედ ფურობს,
კალმის თითებით სევდას ვიწველი.
დრო უგვირგვინოდ არამეფურობს,
ვატყობ არა ვარ დედამიწელი.
გვაქვს შემოტევა რუსთა ველური,
სისხლი დააშრეს ბაგრატიონის,
მაგრამ გენი მაქვს რუსთაველური
და წვეთი სისხლი გალაკტიონის.
დავითის ფარი დაქნარულია,
ნოემბერს მარტთან გავაორტირებ.
ყველა ორგულებს რა ვქნა გულიდან,
კვლავ ქუჩის ძაღლთან დავაპორტირებ.
17(შვიდმეტი) მარტი აივნად მინდა,
შენ დამაბრუნე საქარველო შინ .
პოეტის ბედი დაინვალიდდა,
ვარ უცხო მოყმე საქართველოში.
/პოეტ პოეტიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი