დუნია გუზელს
ბისმილით ვიწყებ წერას,სალავათს. შენ რომ გიხილე ალახს შუქური. აღმართს მივადექ ვერ ასალახავს, და გზა არ უჩანს ბალახს შუქური. ჩემი გძნობები არ მარილო და ჩამოი-კი-რე ყ-არა დევიზი. ზღვას მოექეცი მარმარილოდან და შემიერთე კარადენიზი. დაგებულია ცისარტყლის ფოსტი, მზეზე ვლოცულობ შვიდი დღის მთვარე. წერილს ნუ გახდი მიწაყრილს ფოსტის, გულის ნამაზი მიდიდიდმხარე. ჩემს დაძინებას უტევს ფოსფორი, ხარ შორეული ციცინათელა. გთხოვ გად-მოლა-ხე სრუტე ბოსფორის, გელის, გელინო, ვიცი ნათელა.(დედა) კარგი ჯინი ვარ, ჩემო ჰურიე, რომ ხარ ჟასმინი, ვარ ალადინი. ქრისტეს ალახი შემოვურიე, არც ლომგული ვარ, არც სალადინი. ჩემი ნაბიჯი გვიანი ჩქარი, უკან თურბეა , წინ ბუნკერია. მე დავამარცხე იანიჩარი, ჩემში მუსლიმი იუნკერია. დარდს გიმკურნალებ, აჰა, ლუხუმით, შენ გულს უჟმური, რომ გავარიდო. გაეცი ჰალვა, რაჰათ-ლუხუმი- ჩემს სულზე-ლექსი დრომ დაარიგოს. არ მაქვს იერი მთვარდაბნელების, ხელმა კალამი გააოქოქა. გამოგეტირონ დარდანელები, ბოსფორის სრუტეს ვადგამ ოქროს რქას. ვერ მოვილოცე ლურჯი მეჩეთი, პოეტს ოცნებას უნია უზელს. როგორ ვიქნები გურჯი მე ჩემთვის, თვალი დაგადგი დუნია გუზელს. /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი