ღვინის აკვანი
უფლის დიდებით იწყებს თამადა, ომთან-მშვიდობის ვახტა გურულის. სხვა პოეტებთან მიწყრება სმა და ვსვით მე და გალამ ვახტანგურული. ქართველებს ხვავი-ბარაქა რთველოს, ჭირში არ გვინდა-ლხინის წაყვანა. ვინც უფლის სუფრა არაქართველოს, არ მივიჩნიოთ ღვინის აკვანად. ყელამდე ფლული ვარ მე ქვევრები, მიდუღს გული და ერი მიფეთქავს. როგორც მასპინძელს არმებევრებით, უფლის სტუმრები მერიქიფეთა. ლექსში ჩავიკარ პურისმტე ვნებით, ერთგული ძმობა ავა ზედა შრეს. არ დამიწურავს გულის მტევნები, რომ ღვინო ჯერ ვერ გავაზედაშე. ღმერთმა გვაჩუქა ლაჟვარდის წყალი, მას განდგომია არიფი მწყრალად. მთვრალი გრძნობები ქალ-ვაჟს დის თვალით, თუ მთვარემ მათთვის არ იფიალა. ბეჭზე რომ დაგსვავს ცოლი კაურით, მერე დღე- ღამეს გადაერევა. თვრება ოცნება ცოლიკაურით, სახლში არ მოსდევს ადამს ჯერ ევა. რითმის ლაშქარი-დასი მტკვარული, არ მიმატოვებს სარდალს ეულად. ჩემი სიცოცხლე და სიყვარული მცირე სასმისით არ დალეულა. ზეცას მოვპარე მთვარის ფიალა, მზე გადღეგრძელე განსხვავებულით. გული გრძნობებმა ამიფრიალა, ვარ სამოთხეში დაზვარებული. მათრობს ბახუსი ,მწვავს დიონისე, ვერ მოუხურე კაეშანს კარი. სირცხვილის ცეცხლი ასდის ონისეს, ანგელოზია ნაეშმაკარი. სისხლი უნინო, ვინც ძმარა გული, მან ვაზის ჯვარი დაწნა ხელიდან. მიდუღს ვენებში ქინძმარაული, მომდის ცრემლები საწნახელიდან. გულს მეზიარე ქალი ბარძიმით, მე სხვა ნაჟურით ვერ ვთვრი ეგ მასვი. ცისფერ პეგასის ნალის ვარ ძიმი. მოვალ მხედარი თეთრი პეგასით. მწვავს და მატირებს კასილს რა ალი?! გრძნობები შენთვის გამისუფრია. სურვილს ამიხდენს თასი გრაალის, სხვა არაფერი არ მისურვია. ვდღესასწაულობთ ზატიკს კულებით, ღმერთი გადადის ალავერდობით. და ცა ღრუბლებით გატიკულები, მათრობს ,მაწვიმებს გალავერდობით. ღმერთო, გვიმრავლე აუ! წინწყარო- მრავალმჟამიერ ქართველთ სამშობლოს. არწივთ ქვეყანავ დაუვიწყარო, ვერ დაარწივდნენ მართვე ამ ბოლოს. ვერ ჯობს მერწმუნე კი,ჰოს-არანი, გულმა სხვა გულებს არ ედიახა. ჩემი გრძნობაა შიოს მარანი, რომ სარკმელს თეთრი მთვარე მიახმა. რით გიფერადო კაბა მითხარი, რომელ ყვავილით,რომელ იებით? უკვდავი ღვინო ალბათ მიხარის, დათვრნენ ამ ლექსით სომელიეეეეეეეეეეები. ჩემი ლექსები არის უკვდავი, როგორიც დროა და ცა ულევი. მასმევს აგუნა მთვარის უხვთასით, დღისით ვბარბაცობ ნააგუნევი. ქართველმა შექმნა ენოლოგია, რომ პირველია ლხინის წაყვანით. ვაზის საწყისი გენოლოგიაააააააააააა- საქართველოაააააააა- ღვინის აკვანიიიიიიიიიი. /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი