ზვიად გამსახურდიას
ციხე, გოლგოთა და წიწამური, დროშის რაინდებს მრგვალი მაგიდის. ერის ღირსება აწი წამური, ძეგლი ოქროს კაცს, რვალის დაგიდგით. ნაზამთრალ მზისგან თოვა არილის, ხელზე მშვიდობა გაისუფრება. ცხრააპრილებით მოვა აპრილი, ააყვავილებს თავისუფლებას. ეჰ! როგორც წესი ფილიპეს საძმო, ისევ ეშმაკის სამსახურშია. დედა სამშობლოს შვილი ეწამოს- არ ჩანს -აღსდექი, გამსახურდია! შენი სახელი სამარადისოდ, ოქროს გვირგვინით ჟამს ახურია. შენ საქართველოს კამარა გითხოვს, გადაგვეფარე, გამსახურდია! შენს მტერს რა დარჩა რეზიდენტობა, ქვეყნის ერთობა სკამს აქურდვია . მოწამეობრივ პრეზიდენტობას, არ დაგივიწყებთ, გამსახურდია! /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი