გუნდა
დეკემბერს გული აუბაგუნდა, აღმაშენებლით დათო ვლილია. ფიფქმა-ფიქფს მხარი აუბა გუნდად და დარაბები დათოვლილია. ხეები დგანან თოვლის კაცებად, ყელზე მეხვევა ქერა ნამქერი. თოვლი სიცივეს ლოთს გიმკაცრებდა, ანგელოსის ცრემლს ერქვა ლანქერი. ღვინის წყურვილით ერთხანს მანთებდი, თრობა, თრობაში აგუნ დავბერდი. თეთრ ლექსებს ლურჯი ხელთათმანებით, კლასიკურ ლექსად ვაგუნდავებდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი